“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ანა მეორე შვილს ელოდება და საკუთარ ორსულობას უკვე აღარ მალავს.
ამის შესახებ მან, “მთავარი არხის” გადაცემაში “დილა უქმეებზე” ისაუბრა.

“მთელი არჩევნების განმავლობაში ვიყავი ფეხმძიმედ. ერთად ამ ორის გადატანა, იყო ძალიან რთული. ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ემოციები, ხალხთან ურთიერთობა, დაგეგმვა… მგონი ერთდერთი ქალი ვარ საქართველოს ისტორიაში, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ფეხმძიმობის დროს მონაწილეობდა”, – აღნიშნა ანა დოლიძემ გადაცემაში “დილა უქმეებზე”.
ანა დოლიძის რჩეულის ვინაობა უცნობია. პოლიტიკოსს ირაკლი კაკაბაძესთან ქორწინებიდან ვაჟი ანდრო კაკაბაძე ჰყავს.












