სალომე გოგიაშვილი უკვე მეხუთე დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. სოციალურ ქსელში აქტიური ტელესახე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამომწერებს ინფორმაციას ყოველ დღე აწვდის.
ინფიცირების მეოთხე დღეს გოგიაშვილის გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ წინა დღე რთული ჰქონდა.
„მესამე დღეს მე და მაშომ დავკარგეთ ყნოსვა და გემო, ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა. დღეს ვარ ყველაზე სუსტად, სულ მგონია, რომ გული მიმდის, ისე სუსტად ვარ. ამიტომ სულ ვწევარ და საუბარიც მიჭირს დღეს. თავს გაუფრთხილდით. სულ ვამბობდი, რომ სჯობს მოვიხადო და უფრო კარგად ვიქნები-მეთქი, მაგრამ არ ღირს“ – ამბობს სალომე გოგიაშვილი და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.






