ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“მინდოდა გავპარულიყავი…” – ვინ მოუწყო ნატო გელაშვილს ქაოსური დაბადების დღე

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
აპრილი 19, 2021
- სიახლეები
0
“მინდოდა გავპარულიყავი…” – ვინ მოუწყო ნატო გელაშვილს ქაოსური დაბადების დღე
215
გაზიარება
1.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ნატო გელაშვილი 49 წლის გახდა. შარშან, 18 აპრილს, რომ არა, ახლად დაწყებული პანდემია, დაბადების დღეს მაცხოვრის საფლავზე შეხვდებოდა. აღდგომა 19 აპრილს იყო და იუბილარი ავტორ-შემსრულებელი, უდიდესი ქრისტიანული სასწაულის მომსწრეც გახდებოდა. მაგრამ კორონავირუსმა გეგმა შეუცვალა.  წელს არაფერი დაუგეგმავს, ვერც ზოგადი სიტუაცია მისცემდა ამის საშუალებას.

ნატომ “პრაიმამბებს” დაბადების დღესა და ლექსების კრებულზე უამბო.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ნატო გელაშვილი: – დილით წირვაზე ვიყავი. ამ ქვეყნად მოვლინებისთვის, უფალს მადლობა შევწირე. ეკლესიაში სრული სიამოვნება მივიღე, რასაც სახლში მისული ვერ ვიტყოდი.

ვინ შედიოდა-გადიოდა, არ ვიცოდი, გადაჩვეული ვარ ამდენ მოძრაობს. უფალს მადლობა, რომ ბევრს გავახსენდი. იმაზე მეტს, ვიდრე ველოდი.

სახლში მისულს ბუშტები და ქაოსი დამხვდა. ჩემი სტილისტი კიბეზე ასული რომ ვნახე,  გავოცდი. ეს დღე არ დამავიწყდებაო, მითხრა. ბუშტებით მორთვაში მიაღებინეს მონაწილეობა.

გლოვოების ცვენა იყო, საჩუქრად შეკვეთილი  ტორტები და სხვადასხვა საკვები მოჰქონდათ. ძალიან გამახარა ემიგრანტების ყვავილებმა ბელგიიდან.

“შემოგირბენ და წავალო”, მეუბნებოდნენ, მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეგობრები. მე, ძირითადად, ტელეფონი მეჭირა და ვპასუხობდი. იმდენი ზარი შემოვიდა, ბევრს ვერც ვუპასუხე. უჩემოდ მოილხინეს გოგოებმა. ერთი მახსოვს, რომ მადღეგრძელეს, დანარჩენი სულ დაკავებული ვიყავი.

ისეთი ლამაზი შარფები მომივიდა-მეთქი, რომ ვთქვი, ჩემმა “ჭოხოებმა” ერთმანეთს შეხედეს. თურმე ბიჭების შეკვეთით მოსულა და ამდენ საჩუქარში, მე წარწერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დედა, ვერ თქვი, ამდენი ხანი შარფები თუ მიიღე, ჩვენ ვურეკავდით ფირმას, სად არის ჩვენი შეკვეთაო, მითხრეს.

წინა ღამით, მეძინებოდა, მაგრამ ბიჭებმა ცოცხალი თავით არ დამაძინეს; მიკიჟინეს, მოდი, ვიმღეროთო, ისაო, ესაო. 12 საათზე შუქები ჩააქრეს და ტრადიციული ტორტის სიურპრიზი მომიწყეს.

საერთოდ, მინდოდა გავპარულიყავი და ჩემთვის შევხვედროდი ამ დღეს, მაგრამ ვინ მომცა ამის საშუალება?! ქაოსური დღე იყო.

ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

ნატო თავისი ლექსების კრებულის გამოშვებას გეგმავს. კრებულში შევა ავტორის ცალკეული პოეტური ფრაზები, სხვადასხვა ჩანაწერების ამონარიდები, ნარკვევები, ჩანახატები…

ნატო: – სოციალურ ქსელში დავწერე, სახელწოდება ერთად მოვიფიქროთ-მეთქი და ბევრი ვერსია ითქვა. ვნახოთ, საბოლოო ჯამში იქედან სახელწოდებად ამოვარჩევ.

მუსიკის კეთების დრო, ჯერჯერობით, არ არის. პოეზია იმდენად მიყვარს, რომ ჩემი შინაგანი მე, მუსიკას მეორე ადგილზე გადაიტანდა. პოეზია ჩემთვის ყოველთვის წინ იყო.

ვისაც ნატო უყვარს, დარჩებათ ჩემგან ეს კრებული. ეს არ არის პომპეზური განაცხადი. უბრალოდ ჩანახატების, ლექსების ერთობლიობა იქნება.

ძალიან არ ვჩქარობ, ნაჩქარები არაფერი მიყვარს. თუმცა, ვფიქრობ, წელს მოესწრება.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved