მაკა ზამბახიძის ქალიშვილი იუბილარია. სალომე ჩიტაძეს 20 წელი შეუსრულდა. მომღერალი, ასევე მომღერალ ქალიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„ესეც საოცრად განსხვავებული შენი “20“ წელიც. ჩემი გაბერილი გოგო უკვე დედობისთვის ემზადება.
ჯერ დედა გამხადა პატარა ასაკში, ვერ მოისვენა და ახალგაზრდა ბებიაც მინდა გაგხადოო (ჩემს ქორწილში თაიგული დაიჭირა) ჩემი ბევრი ფერი ხარ, ღმერთს ვთხოვ, ბევრი ბედნიერი დღე და სიხარულები გაჩუქოს! მიყვარხარ და მაკანკალებს შენზე.
p.s სცენას მალე დაუბრუნდი, მოგვენატრა შენი სიმღერა“, – დაწერა ზამბახიძემ.
ცნობისთვის, ახლბედა მომღერალმა სალომე ჩიტაძემ ბედი ირაკლი ცაბაძეს დაუკავშირა.
მომღერალი მაკა ზამბახიძე გასულ წელს მესამედ გათხოვდა. მისი რჩეული ქართველი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. წყვილმა ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინა და ჯვარი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაიწერა.












