ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ მალე ახალი ფილმი გამოვა. ფილმის პრემიერა 30 ნოემბერს შედგება და ის ოდრი ჰეპბერნს სულ სხვანაირად დაანახებს საზოგადოებას.
ახალ დოკუმენტურ ფილმში ისეთი კადრები შევა, რომელიც საზოგადოებას აქამდე ნანახი არ აქვს. ასევე იქნება ინტერვიუები მისი ოჯახის წევრებთან. როგორც იცით, ოდრი ჰეპბერნს რთული ბავშვობა ჰქონდა, ის მამამ მიატოვა და მთელი თავისი ცხოვრება ბავშვობის კომპლესებს ებრძოდა.






