პროდიუსერი კახა მამულაშვილი “ფეისბუქის” “სთორიში” აქვეყნებს ლელა წურწუმიას ვარჯიშის ვიდეოს.
51 წლის ლელა სატრენაჟორო დარბაზში ფიტნეს კონსულტანტის დახმარებით ვარჯიშობს. მომღერალს ნათქვამი აქვს, რომ ფორმის შესანარჩუნებლად თავს არ ზოგავს და უკვე დიდი ხანია ვარჯიშობს.
პრიმა მომღერალი წონასაც მკაცრად აკონტროლებს. 2011 წელს გამოსული ფილმისთვის – “დარჩი ჩემთან” ლელამ ათ კილოზე მეტი დაიკლო და მას შემდეგ ზედმეტ კილოგრამებს არც შეუწუხებია.






