პარასკევი, თებერვალი 3, 2023
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ზურას მეგობრები მეხმარებიან” – ზურა დოიჯაშვილის მეუღლის ემოციური ინტერვიუ

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
მარტი 15, 2021
- Lifestyle, კვირის TOP 5, სიახლეები
0
“ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ზურას მეგობრები მეხმარებიან” – ზურა დოიჯაშვილის მეუღლის ემოციური ინტერვიუ
249
გაზიარება
1.4k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ბოლო პერიოდში ქართულ ესტრადას ერთდროულად ორი გამორჩეული მომღერალი თემურ წიკლაური და ზურა დოიჯაშვილი გამოაკლდა. თემურ წიკლაური კორონავირუსით დაიღუპა, ხოლო ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში დაიღუპა, სადაც იშვიათ დაავადებას 8 თვის მანძილზე, აპარატზე შეერთებული ებრძოდა.

ზურას ოცნება მის ქვეყანაში დაბრუნება და მელიქიშვილის გამზირზე გასეირნება იყო. თბილისს და მელიქიშვილის გამზირს დაუბრუნდა, თუმცა ის საკუთარ სამშობლოში ჩამოასვენეს და მელიქიშვილის გამზირზე მისი ცხედარი მისმა მეგობრებმა გაატარეს.

ასევე იხილეთ

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს

რატომაა საჭირო შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემები?

როგორ შევიძინო ბინა ვაკეში?

სად შევიძინოთ ფირსაკრავი და ყურსასმენები

„პრაიმამბები“ ზურა დოიჯაშვილის მეუღლეს ქეთი ვადაჭკორიას ესაუბრა, რომელიც მისი ქმრის გვერდით იყო ყველა მომენტში და სწორედ მისი დამსახურებით აცოცხლეს 8 თვე, როცა მომღერალი სიცოცხლეს აპარატზე შეერთებული ებრძოდა.

ქეთი ვადაჭკორია ახლა მის  ი მეუღლის გარეშე ცხოვრებას სწავლობს.

– ქალბატონო ქეთი, როგორ ხართ?

– კარგად რომ არ ვარ ფაქტია. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ისრაელში აპრილში წავალ დროებით, საბუთებს მოვაგვარებ და შემდეგ დავბრუნდები საქართველოში. იქ გავაგრძელებ ცხოვრებას, სადაც ზურა არის…

ბინის დაქირავებაში ზურას მეგობრები დამეხმარნენ. გვერდით მიდგანან, როგორც შეუძლიათ და რითიც შეუძლიათ, მაქცევენ ყურადღებას.

– როგორ გაიხსენებთ ბატონი ზურას, სიცოცხლის ბოლო დღეებს?

– ბოლო დღეები გრძელდებოდა სადღაც ათი დღე. საერთოდ დაეკარგა ყველაფერი. არ ესმოდა არაფერი. ფაქტიურად იმქვეყნად იყო უკვე. უბრალოდ მე არ მქონდა სურვილი ზურა აპარატიდან ჩაეხსნათ.

მინდოდა ბოლო მომენტამდე ყოფილიყო ცოცხალი და ასეც მოხდა. ძალიან მწყდება გული, მისი ცოცხალი ჩამოყვანა ვერ მოვახერხე, თუნდაც რამოდენიმე დღით, მაგრამ ცოცხალი.

– როგორც ვიცი, აპარატზე შეერთებულ ზურა დოიჯაშვილს, როდესაც შვილები ურეკავდნენ, ტელეფონს ყურთან მიუტანდით…

– ბოლო პერიოდი რეაქცია არ ჰქონდა. ბავშვები იქეთ გვყავდნენ, ისინი სექტემბერში წამოვიდნენ საქართველოში. ბოლო პერიოდი მძიმე იყო. აღქმის უნარი მძიმე იყო, მეხსიერება და გონება შეზღუდული ჰქონდა. ნამდვილად ვიცი, ჩემი ხმა ბოლო წუთამდე ესმოდა. ბავშვებთან ნალაპარაკევიც, თვალებით ვხვდებოდით რაღაცას აღიქვამდა.

ხმა ესმოდა ნამდვილად, დანარჩენი… ბოლო სამი კვირა უმძიმესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და ვერასოდეს ამოვშლი ჩემი თვალებიდან. მეუბნებიან, შეეგუები, ამ ტკივილით ისწავლი ცხოვრებასო, მაგრამ ახლა წარმოუდგენელია ეს ჩემთვის.

მითუფრო მაია ასათიანის და გია ბაღაშვილის გადაცემების შემდეგ. ეს უფრო მძიმეა ჩემთვის, ვიდრე მისი დასაფლავების დღე. ეტყობა რეალობას აღვიქვამ… გინდა არ გინდა უნდა დავიჯერო. მაგრამ იქდან გამომდინარე, რომ ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა, შეგრძნება მაქვს გამოჩნდება.

– ცნობილია, რომ საქართველოში ბინის გარეშე დარჩით და სწორედ ამიტომ წახვედით სამუშაოდ ისრაელში, ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკარგეთ ბინა?

– ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობ.  ბინის დაკარგვა იყო ჩვენი სიკეთე, ზურას ჯანმრთელობასთან კავშირი არ ჰქონია. ეს იყო მხოლოდ ჩემი და ზურას სიკეთე.

– ბატონ ზურას, მის სიმღერებში თითქოს ნაწინასწარმეტყველები აქვს ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა…

– სხვათაშორის ბევრ მის ინტერვიუებს როცა ვუსმენ, მგონია წინათგრძნობა ჰქონდა. მაია ასათიანთან გავიდა, ორი წლის წინ ზურასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც მაშინ ეთერში არ გავიდა.

როცა ვუსმენ, ვფიქრობ, ხომ არ გრძნობდა რაღაცას?  ზურა არ იყო ის ტიპი, ასეთ თემებზე ჩვენთან ჰქონოდა საუბარი. ისეთ რაღაცას ლაპარაკობს, მგონია დეჟავუა, რადგან მისი ნალაპარაკევი მეორდება.

– რამდენი შვილი გყავთ?

– სამი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. გოგონები დაოჯახებულები არიან, ბიჭი დასაოჯახებელია. რაც დღეები გადის უფრო მძიმეა, განსაკუთრებით მძიმეა, როცა მიდიხარ სასაფლაოზე და დგები იმ მიწაზე, სადაც არის ზურა.

ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი საქციელით სიკეთეს თესავდა ყველასთან. შეეძლო, ქუჩაში ადამიანს გვერდით მიჯდომოდა და მასთან ერთად ემღერა. ასეთი ტიპი იყო.

ზურას თბილისის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ეს იყო იძულებითი წასვლა ჩვენთვის, ქვეყნის დატოვება სადაც გაიზარდე და დაიბადე, სადაც ყველაფერი იცი, მძიმეა.  მითუმეტეს ზურასთვის. მას არასდროს უღალატია თავისი ხალხისთვის და ქვეყნისთვის.

– ის ასევე, აქტიურად აფიქსირებდა თავის მოქალაქეობრივ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რის გამოც, თქვენი ვაჟზე მოხდა ანგარიშსწორება…

– სამწუხაროდ ზურა არასოდეს ცხოვრობდა გამოყენებითი მათემატიკით. აკეთებდა, იმას რისიც წამდა. არასოდეს არაფერს ელოდებოდა არავისგან.

არასოდეს მის მიერ გადადგმული თუნდაც ე.წ. „პოლიტიკური ნაბიჯი“, ეს არ იყო გადადგმული იმისთვის, რომ ვინმესგან რამეს ელოდა. მას ასე სჯეროდა.

ირიბად შეიქმნა პრობლემა ჩვენს შვილთან დაკავშირებით, მაგრამ ამას პოლიტიკური ანგარიშსწორებას ვერ დავარქმევ.

ზურა არ იყო ადამიანი, რომელიც ზურგს უკან რამეს მალავდა. არასოდეს ჰყოლია გაფანატებული არავინ, იყვნენ მისთვის მიუღებელი ადამიანები და პირიქით.

2003 წლიდან ზურა ფაქტიურად იყო სახლში, უმუშევარი – 2012 წლამდე. შემდეგ უკვე მოგვიწია წასვლა, ზუსტად იმიტომ რომ არავისთვის არ უყვარდა არაფრის თქმა.

ჩვენს ვაჟს რაც შეეხება, ეს მთლად პოლიტიკური ამბავი არ იყო. იყო რა თქმა უნდა ნიუანსები, მაგრამ მთლად პოლიტიკასთან კავშირში არ იყო, შემდეგ გაჟღერდა, უი, ეს ზურას შვილი ყოფილა. ზურას მაშინ არაფერი გამოუყენებია. მივყევით პროცესებს და ჩემი შვილი გამართლდა. იმ მთავრობას რომ ზურა არ უყვარდა გასაგები იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ზურასაც არ უყვარდა. მისთვის მიუღებელი იყო ის მთავრობა.

– თქვენ რას საქმიანობდით ისრაელში?

– ფიზიკურად ვმუშაობდი, როგორც ყველა. ფაქტიურად ვერ მოვასწარით უცხო ქვეყანაში აწყობა. ზურას 8 თვეში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, აეროპორტში მუშაობდა, მეც ვმუშაობდი და ჩვენი შვილებიც. დავიწყეთ აწყობა, გვინდოდა 4-5 წელი გვემუშავა, შეგვეძინა ბინა და თბილისში დაბრუნება, მაგრამ მოხდა, ისე როგორც მოხდა.

– ახლა როცა ისრაელში წახვალთ, იქედან ისევ დაბრუნდებით საქართველოში?

– ჩვენ ორმაგი მოქალაქეები ვართ. მე აუცილებლად უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები. ის ქვეყანა საკმაოდ გვერდით დამიდგა ზურას ავადმყოფობის დროს. იქაური მეგობრები 247 დღის განმავლობაში გვერდით მედგნენ, ასევე, სრულად მედგა გვერდით თვითონ ქვეყანა. ასეთია მათი კანონი.

ასევე პარალელურად მედგა გვერდით საქართველოდან ბატონი კახა კალაძე, ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია. დღე არ გასულა, კომუნიკაცია არ გვქონოდა. ლაშა აკეთებდა ყველაფერს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ოქიტაშვილს, რომელმაც გააკეთა მარათონი და გახსნა  ზურას ვარსკვლავი.

ზურას უნდოდა  საქართველოში დაბრუნება, გაევლო მელიქიშვილზე, ჩაეტარებინა კონცერტები და აქ გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება…

ცუდად გამომდის, მაგრამ ზურამ „გადააბიჯა“ ყველაფერს და აეროპორტში მუშაობდა ჩვეულებრივ მუშად, ამას აკეთებდა იმიტომ რომ სწრაფად შეეძინა ბინა და დავბრუნებულიყავით თბილისში.

ზურა 1996 წლიდან დადიოდა ისრაელში კონცერტებზე. იმ ხალხს ძალიან უყვარდა და ალბათ გაკეთდება კონცერტი ისრაელშიც, ასევე აქაც, როცა ფილარმონია გაიხსნება. ზურას ვარსკვლავი კონცერტის გარეშე გაიხსნა.

სამწუხაროდ ვეღარ გაიგო ზურამ მისი ვარსკვლავის გახსნა. გასვენების დღეს მისმა მეგობრებმა მიიყვანეს ვარსკვლავთან და მელიქიშვილის გამზირი გაიარა საბოლოო გზაზე.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს

- Prime Ambebi
იანვარი 31, 2023
რატომაა საჭირო შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემები?
სიახლეები

რატომაა საჭირო შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემები?

- Prime Ambebi
იანვარი 31, 2023
როგორ შევიძინო ბინა ვაკეში?
სიახლეები

როგორ შევიძინო ბინა ვაკეში?

- Prime Ambebi
იანვარი 31, 2023
სად შევიძინოთ ფირსაკრავი და ყურსასმენები
სიახლეები

სად შევიძინოთ ფირსაკრავი და ყურსასმენები

- Prime Ambebi
იანვარი 31, 2023
როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი?
სიახლეები

როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი?

- Prime Ambebi
იანვარი 31, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

მარტი 24, 2021
რა ღირს Chanel-ის გამჭვირვალე ჩექმა, რომელიც გიული ალასანიას ეცვა

რა ღირს Chanel-ის გამჭვირვალე ჩექმა, რომელიც გიული ალასანიას ეცვა

ოქტომბერი 30, 2021
როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

აპრილი 20, 2021

არ გამოტოვოთ

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა
კვირის TOP 5

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021
Supergmiri.ge ბავშვების ოცნებების ასასრულებლად
სიახლეები

Supergmiri.ge ბავშვების ოცნებების ასასრულებლად

მარტი 24, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
Slider 1

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021
კესარია აბრამიძე ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს – ვის ჰგავს რეალურად ფოტომოდელი
ტოპ ნიუსი

კესარია აბრამიძე ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს – ვის ჰგავს რეალურად ფოტომოდელი

ოქტომბერი 2, 2020
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 
Slider 1

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

ნოემბერი 26, 2021
“ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენსკენ გამოუშვით” – კახა მამულაშვილი
Slider 1

“ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენსკენ გამოუშვით” – კახა მამულაშვილი

ოქტომბერი 28, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved