მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე.
ნინო სურგულაძე ოჯახურ კადრებს გულშემატკივრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მის მიერ ბოლოს გაზიარებულმა კადრებმა: „ულამაზესი ქართველი ქალი“, „დედობამ კიდევ უფრო დაამშვენა“, „ანგელოზი ზეციური ხმით“, „საოცარი ადამიანი“ – წერენ გულშემატკივრები „ინსტაგრამზე“.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპების მშობლები გახდებოდნენ. ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს ტყუპები, ზაქარია და ნატალია 2020 წლის ივნისში შეეძინათ.






