კვირა, აპრილი 2, 2023
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ნინო ცქიტიშვილმა იქვე დამიწერა, რომ გაგდებული ვარ სააგენტოდან” – ქართულ სამოდელო ბიზნესში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთი მოდელი ალაპარაკდა

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
მაისი 12, 2021
- კვირის TOP 5, სიახლეები, სკანდალი
0
“ნინო ცქიტიშვილმა იქვე დამიწერა, რომ გაგდებული ვარ სააგენტოდან” – ქართულ სამოდელო ბიზნესში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთი მოდელი ალაპარაკდა
259
გაზიარება
1.4k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ მოდელმა, მარიშა ურუშაძემ, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, ორი კვირის წინ, ინსტაგრამზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ არასათანადო პირობების შესახებ წერდა, რომელშიც მუშაობა ქართველ მოდელებს „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე უწევთ.

საქართველოში მერსედეს ბენცის კვირეული რამდენიმე წელია ტარდება და ქართველი დიზიანერების პოპულარიზაციას აქტიურად უწყობს ხელს. პანდემიის გამო, უკვე ორი სეზონია კვირეული ციფრულ რეჟიმში ტარდება.

ასევე იხილეთ

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

მარიშა ურუშაძემ მის ინსტაგრამ პოსტში იმის შესახებ დაწერა, რომ კვირეულზე მოდელების შრომითი უფლებები ირღვევა. მისი პოსტის დაწერის შემდეგ, მოდელის ინსტაგრამის გვერდი გაუქმდა. მას კი თანადგომა თაკო ნაცვლიშვილმა, თათია ახალაიამ და ანი გავვამ გამოუცხადა.

მოდელების მიმართ სოლიდარობა გამოხატა, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსმაც“, სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის კომენტარებშიც ქართველი მოდელის ნუცა ღულაძის კომენტარი გამოჩნდა, სადაც ის სააგენტოს ზუსტად იმაში ადანაშაულებდა, რის გამოც მარიშა ურუშაძემ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

„პრაიმამბები“ მოდელს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ნუცა, „ლუქ მოდელის“ განცხადების ქვეშ სკანდალური კომენტარი დაწერეთ, ახლა რომელ სააგენტოსთან თანამშრომლობთ?

– ახლა სააგენტოში არ ვარ, იმიტომ რომ ის პირობები რასაც სთავაზობენ მოდელებს ჩემთვის მისაღები არ არის.

ყველა სააგენტოს განსხვავებული პროცენტი აქვს რასაც იღებს მოდელის ანაზღაურებიდან. მე სადაც ვიყავი „ლუქ მოდელსში“, როდესაც მოდელებს ერიცხებოდათ თანხა, მაგალითად ასი ლარი, აქედან 20 პოცენტს იღებდა სააგენტო, ასევე ვიხდიდით საშემოსავლოს და თითო ჩვენებაში მოდელი იღებდა 64 ლარს.

სასაცილო თანხაა ეს, რადგან მითინგებზე და რეპეტიციებზე ჩვენი ხარჯებით დავდივართ. ახლა ვიცი ეს თანხა 200 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ დამწყები მოდელები ისევ 100 ლარს იღებენ, ან ნაკლებს. მიზერული შემოსავალი გვაქვს. თუმცა ვიცი, რომ სხვა სააგენტოები 40 პროცენტს ართმევენ მოდელს აღებული ხელფასიდან.

– თქვენ რამდენი წლიდან ხართ ჩართული სამოდელო ბიზნესში?

– მე ვარ 25 წლის და დაახლოებით 15 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ქართული მოდის ბიზნესში.

„ლუქ მოდელსამდე“ ლალი ტოტიკაშვილის და ირინა ონაშვილის სააგენტოში ვიყავი. არაჩვეულებრივი პირობები მქონდა იქ, თან გვყვებოდნენ. შემდეგ ეს სააგენტო დაიხურა და ახალი სააგენტოს მოძებნა დამჭირდა. „ლუქ მოდელსთან“ გავაფორმე კონტრაქტი, დიდი ხანი ვიყავი ამ სააგენტოში.

დიდი ხანი არც მირეკავდნენ კასტინგებზე, თავიდან სამწლიანი კონტრაქტი მქონდა და სადღაც მესამე წელს აქტიურად გამოვდიოდი მოდის კვირეულზე, ამიტომ გამიგრძელეს კონტრაქტი, დავთანხმდი, მაგრამ მათი მხრიდან დიდი სამუშაო არ გაწეულა, ძირიადად პირადი ნაცნობობით გამოვდიოდი ჩვენებებზე, რადგან ვიცნობ მოდელებს. მათ არ უშრომიათ იმის გამო, რომ მე წავსულიყავი მაგალითად საზღარგარეთ სამუშაოდ. თუმცა სხვა მოდელებს დაეხმარნენ.

– „ლუქ მოდელსის“ ბევრი მოდელი თანამშრომლობს მსოფლიო ბრენდებთან, რის მიხედვით არჩევენ ვის დაეხმარნონ ამ კუთხით და ვის არა?

– ეს ალბათ თვითონ ნინო ცქიტიშვილს უნდა ჰკითხოთ. ერთხელ მითხრეს ჩინეთიდან არის შენზე დაინტერესებაო, მაგრამ მაგ დროს უნივერსიტეტს ვამთავრებდი და უარი ვთქვი. ბევრი მოდელი ჰყავთ გაშვებული და ეს მათი ჯიბისთვისაც კარგია. მოდელზეც არის დამოკიდებული, რამდენად უნდა საზღვარგარეთ წასვლა, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არ ყოფილა მაგ მხრივ განვითარება.

– ახლა გვიამბეთ ყველაზე მთავარზე, რატომ გამოგიშვათ სააგენტოდან ნინო ცქიტიშვილმა?

– ზუსტად 2 წლის წინ, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული იყო, როცა რამდენიმე გოგოს დაემართა პანიკური შეტევა, რადგან მთელი დღე სტრესში უწევდათ მუშაობა. არ იყო საკვები, საპირფარეშოში გასასვლელად უნდა გვევლო მეორე შენობაში და ამ შემთხვევის შემდეგ, მოდელების ნაწილმა გადავწყვიტეთ სამოქმედო ჯგუფის შექმნა, ელემენტარული მოთხოვნები გვქონდა.

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდებოდა შენობაში საპირფარეშო ყოფილიყო, დაედგათ ბიოსაპირფარეშოები.

ასევე, არ გვქონდა ჯანსაღი საკვები, ვჭამდით „მაკდონალდსი“  საჭმელს და ისიც არასაკმარისი რაოდენობით მოჰქონდათ, ამიტომ მშივრები რჩებოდნენ მოდელები.

მთელი დღის მანძილზე გვესმოდა,  თურმე როგორ გასუქდნენ გოგონები.

შეიქმნა სამოდელო ჯგუფი, ჩამოვწერეთ მოთხოვნები, დავამატეთ სხვა სააგენტოს გოგონებიც და გადავწყვიტეთ პეტიციის შექმნა, რომელსაც სააგენტოს მივაწოდებდით, ის გადასცემდა „მერსედეს ბენცის კვირეულის“  ხელმძღვანელობას და თუ არ დაკმაყოფილებოდა არ გავიდოდით ჩვენებაზე.

იმ საღამოს ჯგუფში ქალბატონმა ნინომ დაწერა, თუ ვინმე „ლუქმოდელსიდან“ მოაწერდა ხელს, გაგდებეული იქნებოდა სააგენტოდან.

რამდენიმე მოდელი შევეწინააღმდეგეთ, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იქ წავიდა კამათი და ნინომ იქვე დამიწერა, რომ გაგდებული ვარ სააგენტოდან. გოგონებს შეეშინდა სააგენტოს დაკარგვის, ამიტომ ეს ამბოხება ჩაახშეს.

ახლა რასაც აპროტესტებს ზუსტად მაგის გამო გამაგდეს სააგენტოდან. შემდეგ ადვოკატის მეშვეობით დავეკონტაქტე სააგენტოს მენეჯერს, რომ მოეწერათ რატომ გამაგდეს, მათ მომწერეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მისამართით არ იყო დაინტერესება უცხოური სააგენტოს მხრიდან, მაგრამ ეს იყო ტყუილი, რადგან ორი თვით ადრე იყო შემოთავაზება ჩინეთიდან. სახლში არ მქონდა კონტრაქტის ასლი და როცა ეს ადვოკატმა სააგენტოსგან გამოითხოვა, გაირკვა რომ სააგენტოს ჩემთან კონტრაქტი არ ჰქონდა.

– როგორ გაგრძელდა შემდეგ თქვენი სამოდელო კარიერა?

– იმავე წელს სააგენტოს დახმარების გარეშე გავედი 16 ჩვენებაზე, კარგი თანხაც ავიღე და ვაგრძელებ მოდელობას.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის
სიახლეები

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?
სიახლეები

iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

მარტი 24, 2021
როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

აპრილი 20, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021

არ გამოტოვოთ

ვინ არის ანა დოლიძის მეუღლე და როდის დაიწერა ჯვარი წყვილმა
Lifestyle

ვინ არის ანა დოლიძის მეუღლე და როდის დაიწერა ჯვარი წყვილმა

იანვარი 4, 2021
ვინ არის ანრი ჯოხაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი გოგო – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს
კვირის TOP 5

ვინ არის ანრი ჯოხაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი გოგო – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

სექტემბერი 29, 2020
ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ვისზეა გამიჯნურებული ნიკა ალასანია
კვირის TOP 5

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ვისზეა გამიჯნურებული ნიკა ალასანია

თებერვალი 14, 2021
„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)
კვირის TOP 5

„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)

დეკემბერი 28, 2020
თათია სამხარაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება
კვირის TOP 5

თათია სამხარაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება

ოქტომბერი 25, 2020
15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა
Slider 1

15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა

ოქტომბერი 2, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved