მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კლინიკიდან დღეს გამოწერეს. კორონავირუსზე მკურნალობას ის შინ გააგრძელებს.
“მეგობრებო, ბოჭორიშვილის კლინიკიდან დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ. Covid19-ის დადასტურებიდან მე-11-ე დღეა.
უზომოდ მადიერი ვარ კლინიკის მედპერსონალის, მათი ყურადღებისა და მკურნალობის გამო.
მადლიერი ვარ თქვენი თანადგომისთვის, სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის! უდიდესი ძალა მომეცით.
თავს გაუფრთხილდით, პირბადეები ატარეთ, დაიცავით თქვენი თავიც და სხვებიც თქვენ გარშემო!
მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული!






