სულ მალე წიგნის მაღაზიებში ტელეწამყვან მაია ასათიანის წიგნი “სიცოცხლე 25-ჯერ წამში” გამოვა, რომელიც ჟურნალისტის ავტობიოგრაფიული ნამუშევარი იქნება. ამის შესახებ მან თოქ-შოუ “პროფილში” განაცხადა.
“როცა მეგონა ფეხზე დავდექი, ზუსტად მაშინ მწარედ დავენარცხე მიწას. ნუცას ამბიდან 2 წელი იყო გასული და როცა მეგონა, რომ სიკვდილის შიში დავძლიე, სწორედ მაშინ მოვიდა სიკვდილი. ჩემი ადამიანი გარდაიცვალა, მოულოდნელად, ძალიან ახალგაზრდა… დავეცი და ვეღარ ავდექი. შველა აღარსაიდან ჩანდა. მივედი კომპიუტერთან და წერა დავიწყე. დავწერე ყველაფერი, მთელი ცხოვრება დავწერე” – განაცხადა მაია ასათაინმა.






