მოდელი და ქართველი ბიზნესმენის, თოშა ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მას 54 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი და თორნიკე მესამე შვილს ელოდებიან.
ამჯერად მოდელი სოციალურ ქსელში არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ექვსი თვის ორსული რიგში დგომის დროს არავინ გაატარა: „ქართველებმა ვიცით ერთმანეთის პატივისცემაო, ასე ვიცოდი. თითქმის 6 თვის ორსული, უზარმაზარი მუცლით ამხელა რიგში რომ დგას, თან წვიმაში და აზრად არ მოგდის, გაატარო… ეს, სულ გადაგვარდა ეს ხალხი“ – წერს ქეთი.







