რადიოწამყვანისა და მომღერლის – თაკო მელიქიშვილის 4 წლის შვილს მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. რატი არ მეტყველებს. პატარას მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვადასხვა თერაპიული აქტივობა დაუნიშნეს.
მარტოხელა დედა აქამდე შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დამოუკიდებლად ართმევდა თავს, ახლა უკვე ეს აღარ შეუძლია. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, პანდემიის შემდეგ ფინანსურად ძალზედ გაუჭირდა.
თაკო მელიქიშვილი: – დღენაკლული, 32 კვირის. რეანიმაციაში იწვა, ძალიან ცუდად იყო. უკეთდებოდა ანტიბიოტიკები. ექიმებმა მაშინვე მითხრეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლებოდა პრობლემებს ეჩინა თავი. კონკრეტულად რა პრობლემა იქნებოდა, ეს არ იცოდნენ. დამატებითი გამოკვლევებისთვის თურქეთში წავედით. ოპერაციას არ საჭიროებს, თუმცა მედიკამენტებთან ერთად თერაპიებია საჭირო.
თითოეული თერაპია მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად უტარდება. მთელ თვეზე თუ გადავითვლით, იაფი არ ჯდება. წელი და ორი წელი რომ დავაგვიანო, შეიძლება მერე უფრო გაჭირდეს პრობლემის მოგვარება.
მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვიდანაშაულებ. ორსულობის დროს ძალიან გადატვირთული ვიყავი. თუმცა მეუბნებიან, რომ ამის ბრალი არ შეიძლება იყოს. ბევრი ქალი ორსულობის ბოლო მომენტამდე მუშაობს.
ვრცლად პატარა რატიზე წაიკითხეთ “პრაიმტაიმის” ბმულზე.
„ვეღარ შევძლებ რატის თერაპიების საფასურის გადახდას“ – ცნობილი მომღერლის შვილს დახმარება სჭირდება






