ევროპაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ტრანსგენდერი ქალი დაინიშნა. პეტრუ დე სუტერი უმაღლეს თანამდებობას, ბელგიის მინისტრთა კაბინეტში დაიკავებს.
“მე ვამაყობ რომ გენდერული იდენტურობა ბელგიაში და ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემა აღარ არის” – დატვიტა პირად გვერდზე 55 წლის დე სუტერმა.
პოლიტიკაში მოსვლამდე პეტრუ დე სუტერი გინეკოლოგი იყო და გენტის საუნივერსიტეტო კლინიკის რეპროდუქციული განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.
მას არასოდეს დაუმალავს, რომ გაკეთებული აქვს სქესის შეცვლის ოპერაცია და დიდი ხანია ლგბტ+ პირების უფლებებს იცავს.






