რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იუბილარია. მას დღეს 68 წელი შეუსრულდა. Pussy Riot-ის წევრებმა ამ თარიღთან დაკავშირებით, აქცია მოაწყვეს. რუსული ФСБ-ს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა უმაღლესი სტრუქტურების შენობებთან, მათ ლგბტ დროშები დაკიდეს.

აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი ფიქრობდნენ პუტინისთვის საჩუქარი მიერთვათ, ამიტომ მას ყველაზე მთავარი თავისუფლება და სიყვარული “აჩუქეს”.

პუტინმა საკუთარი დაბადების დღე შარშან ტყეში აღნიშნა. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ციმბირულ ტაიგაში გაემგზავრა, ითევზავა და სოკო შეაგროვა.








