კორონავირუსის პანდემიის გამო, ქორწილების და ხმაურიანი წვეულებების გადახდა საქართველოში ისევ აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრ პატარძალს დასწყვიტა გული, თუმცა ის ვინც საკუთარ დაქორწინებას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა, შეზღუდვებმა ურთიერთობის დაკანონებაში ხელი არ შეუშალა.
გასულ შაბათ-კვირას ორმა ცნობილმა ადამიანმა იქორწინა. შაბათს კახეთში დაიწერეს ჯვარი მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ბიზნესმენმა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას ვაჟს და ნანუკა გოგიჩაიშვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აქვთ. ისინი რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ, ორი დღის წინ კი ჯვარი დაიწერეს.
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია ერთი წლის წინ დაინიშნენ.
“ყველა სურვილისთვის და გამეტებული კონმპლიმენტისთვის უღრმესი მადლობა!!! ვკითხულობ ყველაფერს და ამხელა სითბო დაუჯერებელია. მადლობააა!”, – წერს მოდელი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.


