რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია აქტუალობას არ კარგავს. PeopleTalk-თან ინტერვიუში ქეთამ საკუთარი ცხოვრების, მუსიკალური ბენდისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა:
გთავაზობთ ამონარიდს ინტრვიუდან:
როცა კარიერას ვიწყებდი, მაშინ ოჯახი არ მყავდა და თავისუფალი ვიყავი, შეიძლება ითქვას, თვითმფრინავში ვცხოვრობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა – გასტროლებს, ძირითადად, შაბათ-კვირას ვგეგმავ და თუ ვიცი, რომ დილით გასასვლელი ვარ, 2 საათით ადრე ვდგები, რომ ბავშვებთან დროის გატარება მოვასწრო.
– როგორ დაიწყო თვენი და ლევ დენგოვის ისტორია? როგორ მიხვდით, რომ ის „ის“ იყო?
– ლევი შემთხვევით გავიცანი, როცა მის დაბადების დღეზე მიგვიწვიეს. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა ვიდეოზარებით. ჩვენ არ ვიყავით პატარები, ორივეს გვქონდა წარსულში გამოცდილება და ქორწინება. როცა ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს ვუზიარებდით, მივხვდით, რომ ბევრი საერთო გვქონდა. ლევი არის კაცი, რომელსაც ბოლომდე შემიძლია ვენდო. რასაც ამბობს, ყოველთვის ასრულებს.
ასევე ნახეთ: „ისეთი ლამაზია, ყბა ხელით დავიკეტე“ – სალომე გოგიაშვილის შვილის ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა
ქეთა თოფურიას დედა სიძესა და შვილის გაუხმაურებელ დეტალებზე – მისმა ქმარმა კარგად იცის როგორია ქეთა






