მსოფლიო მოდა გარედან პრიალაა, ისე გამოიყურება, როგორც ყველაზე გლამურული და დაუსრულებელი დეფილეების ერთობლიობა. საღამოები, ფოტოსესიები… გრძელფეხება და უდარდელა მოდელები… თუმცა დიზაინერების შეშლილი სამუშაო გრაფიკი ნერვულ აფეთქებებს იწვევს.
გთავაზობთ მოდის სფეროს ხუთ ყველაზე ხმაურიან სკანდალს.
ლაგერფელდის სკანდალი
1994 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში კარლ ლაგერფელდმა მაღალი არაბული სტილის რამდენიმე კაბა შეიტანა. კაბებზე დატანებული იყო არაბული სტიქონები, თითქოსდა სასიყვარულო ლირიკიდან. თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კარლს მუსულმანური ყურანის ციტატები ჰქონდა გამოყენებული. ისლამური საზოგადოება ფაქტმა ძალზედ აღაშფოთა. ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის ლაგერფელდს ბოდიშის მოხდა მოუწია, სკანდალური კაბები კი გააქრეს.
მას შემდეგ დიზაინერი თავის კოლექციას, “გადასამოწმებლად”, მუდმივად აჩვენებდა კულტურის სფეროს წარმომადგენელს.

ოჰ, ნაომი…
ნაომი კემპბელთან მუშაობა ადვილი რომ არ არის, ეს საქვეყნოდ ცნობილია. “შავ პანტერასთან” ურთიერთობაც არა სახარბიელო. ყველაზე დიდი სკანდალი მის სახელს სახლში მომუშავე ქალბატონზე უკავშირდება. “შავ პანტერას” ქალმა სასამართლოში უჩივლა, ტოპმოდელს მისთვის მობილური ტელეფონი ჩაურტყამს. ქალს ნაკერები დაადეს, ნაომი კი იმით დასაჯეს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებს დოლჩე & გაბანას საპოდიუმე კაბებით ალაგებინებდნენ.

გალიანომ რეპუტაცია აღიდგინა
ერთ ქალთან მიმართებაში, რომელთანაც ჯონ გალიანოს კონფლიქტი მოუვიდა , დიზაინერი ანტისემიტურ გამოსვლაში დაადანაშაულეს. მომხდარი ფაქტის გამო ის Christian Dior-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შემდეგი წლები რეპუტაციის აღგენას მოანდომა და როგორც იქნა Maison Margiela-ში დასაქმდა. დიზაინერმა საქციელის გამო საკმარისად იწვნია.

პლაგიატი
ბრენდის Off-White შემქნელი და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი, სხვისი იდეის მოპარვაში არაერთელ დაუდანაშაულებიათ.
პლაგიატში ის გასულ ზაფხულს ვალტერ ვან ბეირენდონკამ დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ბოლო კოლექცია მას რამდენიმე წლის წინ შექმნილ საკუთარ კოლექციას მოაგონებს. მან დაამატა, რომ აბლოს შეეძლო მისთვის სრულფასოვანი კოლაბორაცია ეთხოვა.

წინასწარმეტყველება
ფილიპ ფლეინი წლევანდელი შემოგომა-ზამთრის ჩვენებაზე მორიგ სკანდალში გაეხვა. პოდიუმი ოქროსფერი ვერტმფრენებით იყო გაფორმებული, მოდელებს საკალათბურთო მაისურები ემოსათ ნომრით 24, ლეგენდარული კობი ბრაიანტის ნომრით. ჩვენებიდან ერთ თვეში ბრაიანტი დაიღუპა, ვერტმფრენით… სოციალური ქსელები ამ ფაქტმა ააფეთქა, დიზაინერს კი ბოდიშის მოხდა და კალათბურთელის ფონდისთვის შემოწირულობების გაღება მოუხდა.







