მუსიკალური პროდიუსერის, ნატო დუმბაძის ქალიშვილმა, 28 წლის სოფო ქარცივაძემ ზაფხულში მცირე ბიზნესი წამოიწყო. სოფოს ფერადი სანთლების წარმოების იდეა პანდემიის დასაწყისში გაუჩნდა. მეგობართან ერთად იდეას ხორცი მალევე შეასხა და დღეს უკვე Identity Candles-ს ნინული ახვლედიანთან ერთად აწარმოებს.


სოფო ქარცივაძე: – გაზაფხულის კარანტინის დროს გავაკეთეთ დასკვნა, რომ სახლი არის სივრცე, სადაც გადმოინაცვლა სამსახურებმა, ოფისებმა, სკოლამ – ბევრმა დაწესებულებამ. ამიტომ სახლში მეტი სიმყუდროვე, ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა. სიმყუდროვის შემქმნელი ერთ-ერთი ატრიბუტი კი სანთელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სანთლები კონცეპტუალური მიმართულებით.

პირველად ქალის და მამაკაცის ტორსების ყალიბი გავაკეთეთ. მოგვიანებით ტორსებს დავამატეთ ბოძების ფორმის სანთლები.
სანთლები სხვადასხვა ზომისაა. 50, 30, 35, 15 სანტიმეტრი. სანთლები პასტელურ ფერებშია და აქვს სხვადასხვა სუნები.

ახლა თემატურად ნაძვისხის ფორმის სანთლებიც გავაკეთეთ.
მადლობა მინდა გადავუხდო ყველას, ვინც ასეთ ლოკალურ ბიზნესს მხარში უდგას. ბევრი მომხმარებელი გვყავს. გვაქვს საელჩოების შეკვეთები. სანთლის კულტურა უცხოელებს აქვთ და დიდი ოდენობით უკვეთენ. ჩვენთან, როგორც დეკორაცია, ახლა უფრო იდგამს ფეხს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სანთელი ხელნაკეთია და არც ერთი არ მეორდება. ყალიბიდან ამოღების შემდეგ პარაფინი ხელით მუშავდება.
სანთლების რეალიზაცია ონლაინ ხდება . ინსტაგრამზე ჩვენს სანთლებს იპოვით სახელწოდებოთ –
Identity Candles.

– და როგორია ნატოს დამოკიდებულება თქვენს ამ ბიზნესთან?
– ნატო ყველა ჩემი წამოწყების მხარდამჭერია. მოსწონს და გულშემატკივრობს ჩემი და ნინულის ბიზნესს. რჩევებს პოპულარიცაზიის კუთხით გვაძლევს.
უნიკალურია როგორც დედა, მრჩეველი. საუკეთეოსა თავის საქმიანობაშიც და ოჯახშიც.












