ნანკა კალატოზიშვილის შვიდი წლის დანი თვითიზოლაციაშია და ორშაბათს ელოდება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სისხლის ანალიზი აიღოს.
როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, მის შვილს ერთ დღეს პისიარ ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა, მეორე დღეს კლინიკაში გადამოწმებისას – უარყოფითი.
“რომელს ვენდო, არ ვიცი უკვე. მაგრამ ახლა ისე მიხარია, გამცნეთ ყველას, ვინც ინერვიულეთ. ლუგარში დაგვიბარეს სისხლის ანალიზზე, ის აჩვენებს საერთოდ ჰქონდა თუ არა როდესმე რამე.
არ ვიცი. მე კი გამოვალ სახლიდან თეთრი თმით, ზუსტად ვიცი” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”. განაგრძეთ კითხვა






