მომღერალი ნინო ჩხეიძე მუდმივად გამოირჩევა ძვირადღირებული ჩაცმულობით და ბრენდულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
წლების წინ, ნინო აქტიურად იმოსებოდა “შანელის” სამოსით, თუმცა ბოლო დროს მის გარდერობს სხვადასხვა ბრენდების ტრენდული სამოსიც შემატა.

ნინო ჩხეიძის რეპერტუარი ქალაქური სიმღერებით არის გამორჩეული, პანდემიის მიუხედავად, ის აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და ცოტა ხნის წინ, სიმღერაზე “ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე” კლიპიც გადაიღო.


ვიდეორგოლი თბილისის ქუჩებში არის გადაღებული, თუმცა “პრაიმამბების” ყურადღება მომღერალმა საკუთარი ლუქით მიიქცია.
ახალგაზრდა მომღერალს ვიდეორგოლში ძვირადღირებული კაბა აცვია. უფრო კონკრეტულად, კლიპში მან გუჩის ვარდისფერ ყვავილებიანი კაბა მოირგო.
აღნიშნული კაბა ბრენდის ოფიციალურ საიტზე 2700 დოლარი ღირს.







