ქეთა თოფურიას მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა „ინსტაგრამზე“ პირველი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა. ლევ დენგოვი წერს, რომ ახლა მის შვილს ძმა ჰყავს. ბიზნესმენი ქეთასთან საერთო შვილს – ადამს გულისხმობს, რომელიც წყვილს 21 იანვარს შეეძინა.

ლევს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როდესაც მისი ქორწინება დაინგრა, ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს, ამიტომ იყო, რომ ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან – ლეონიდთან და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.







