მერაია ქერის და ჯენიფერ ლოპესს შორის არსებულ უთანხმოებაზე უცხოური პრესა დიდი ხანია წერს, თუმცა ამაზე ვარსკვლავები კომენტარს არასდროს აკეთებდნენ.
როგორც ჩანს, მერაია ქერიმ გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს და უთანხმოების მიზეზებზე საკუთარ მემუარებში წერს.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მერაია თავის ქმარს, Sony Music Entertainment-ის გენერალურ დირექტორს, ტომი მოტოლას დაშორდა და ლეიბლიც დატოვა. მუსიკოსი წერს, რომ მიტოვების გამო გაბრაზებულმა ტომმა მოკავშირეებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ ქერის კარიერული ზრდა შეეფერხებინა, მათ შორის ხელი შეეშალა 2001 წელს გამოსული ფილმის Glitter წარმატებისთვის, რომელშიც მერაია მონაწილეობს.
“ბევრი რამ, რაც ისე არ აეწყო, როგორც საჭირო იყო, ტომის უკავშირდება. გაბრაზდა, რომ გავშორდი და Sony-დან წამოვედი. ამიტომ მთელი თავისი გავლენები გამოიყენა ჩემს დასასჯელად. წყობიდან გამოვიდა, რომ ჩემზე მანიპულირების ყველა გზა გადავუჭერი. არ აპირებდა ჩემი და ამ ფილმის წარმატება დაეშვა. ისიც კი მოახერხა, საუნდტრეკის Loverboy წარმატებისთვის შეეშალა ხელი” – ამბობს მერაია ქერი.
წიგნში მერაია ჯენიფერ ლოპესის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში J.Lo შესულ სიმღერას I’m Real გულისხმობს, რომელშიც Yellow Magic Orchestra-ს ტრეკის Firecracker ინსტრუმენტალია გამოყენებული. მოგვიანებით ჯეილომ სიმღერის რემიქსი გაავრცელა რეპერ Ja Rule-ს მონაწილეობით






