სულ ცოტა ხნის წინ, ლიდერ ტვ-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომღერალი ხატია წერეთელი შეყვარებულია.
ჭორთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა თავად მომღერალმა.
“არავითარი შეყვარებული მე არ მყავს ფოტო რომელიც გავრცელდა გადაღებულია ფოტოსთვის, ერთი ადამიანის გასაბრაზებლად როგორ და რანაირად მოხვდა ჟურნალისტის ხელში არ ვიცი, ეს ბიჭი ჩემი ძმაკაცია, ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრი, რომელ შეყვარებულობაზეა ლაპარაკი? რეიტინგის გამო გეყოთ ჩემი პერსონით მანიპულირება, თორემ თავად დავდებ ისეთ ინფორმაციას თქვენზე რომ ოთახიდან ცხვირი ვერ გამოყოთ”- წერს წერეთელი.








