როგორ უნდა ვესაუბროთ ღმერთს? გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს, მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან:
„ტერფები ლოცვის დროს, წვერი წვერთან და ქუსლი ქუსლთან, ბოლომდე მიჯრით და სანთელივით უნდა იდგე. როგორც კი შენ ფეხებგაჩაჩხული დგახარ, ხან ერთ ფეხზე, ხან მეორეზე, შენ არ ლოცულობ, არ მჯერა მე, რომ შენ ლოცულობ და მადლობა ღმერთს, რომ ამ სიტყვას მიდასტურებს დიდი ისიქასტი მამა, პაისი ველიჩკოვსკსი, ასე რომ შიშით, შიშით, შიშით, ღვთის წინაშე შიშით.
ის, რომ სიყვარული არ გვაქვს, ამის კომპენსაცია ხდება შიშით, ღვთის შიშით
– რა შიშია ეს?
– აცნობიერებ ვის წინაშე დგახარ, ამიტომაც არის ლოცვებში – საშინელი ღმერთი, საშინელი იმიტომ კი არა რომ გვიბრაზდება, სიდიადით ძმებო და დებო, სიდიადით…
ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როცა ღმერთს ვესაუბრებით და ველაპარაკებით, ვის ველაპარაკებით, არ შეიძლება, რომ ღმერთს უთხრა რაღაც და ისე იყო თან, ე.ი აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ, ვის ელაპარაკები, რას აკეთებ წარმოდგენა არ გაქვს, არ შეიძლება ილოცო გაბღენძილმა, როყიო ხმით, როგორც „მოსულა“ – საკურთხეველში კრძალვის გარეშე… გაჩუმდი საერთოდ“.
ასევე დაგაინტერესებთ:








