ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

როგორ გახდნენ ერთი ჰიტით მილიონრები ნათია დუმბაძე და მასტერი – წარმატებული ქართული დუეტის შექმნის ისტორია და ფინანსები

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
მარტი 1, 2022
- შოუბიზნესი
0
როგორ გახდნენ ერთი ჰიტით მილიონრები ნათია დუმბაძე და მასტერი – წარმატებული ქართული დუეტის შექმნის ისტორია და ფინანსები
741
გაზიარება
4.1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

მასტერის და ნათია დუმბაძის დუეტი წარმატებული ქართული კოლაბორაციაა. ახალგაზრდა მომღერლების თანამშრომლობის იდეა ერთ-ერთ წვეულებაზე შედგა და შეიძლება ითქვას, უკვე “მილიონრებიც” გახდნენ. მათ დუეტებს Yotube-ზე 5 მილიონზე მეტი ნახვა.

როგორ დაიწყო მათი თანამშრომლობა, ამის შესახებ „პრაიმ ამბებს“ ნათია დუმბაძემ და მასტერმა თავად უამბეს.

ასევე იხილეთ

რამ შეცვალა ტრადიციული ბედობა ნანისთან

„ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი“ – ნათია თოდუა

ექიმმა მითხრა, რომ ჩემის შვილის გულისცემა შეწყვეტილი იყო… – ცნობილი მომღერლის ემოციური პოსტი

თაკო ჩხეიძემ საზოგადოება აღაფრთოვანა – ნახეთ, როგორ შეიცვალა მოდელმა იმიჯი

– სად გაიცანით ერთმანეთი და როგორ შედგა თქვენი დუეტი?

ნათია: ერთმანეთს ვიცნობდით ოღონდ შორიდან. მისი შემოქმედების ფანი ვიყავი და ერთ-ერთი რადიოს წვეულებაზე გავიცანით კიდეც ერთმანეთი.

მასტერი: რადიო „ფორტუნა პლიუსის“  წვეულებაზე მუსიკალური სიახლეები გავაცანით ერთმანეთს. მაქედან გაჩნდა დუეტის ჩაწერის იდეა. მალე გავაკეთე ახალი ტრეკი, ნათიას გადავუგზავნე და ასე შეიქმნა პირველი ჰიტიც.

– მასტერ, შენ არაერთ მომღერალთან გაქვს ჩაწერილი დუეტი, თუმცა ნათიასთან ჩაწერილი დუეტები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რამ განაპირობა ეს?

ნათია: ირაკლი ფირცხალავასთანაც წარმატებული დუეტი ჰქონდა. გიომ ეს სიმღერა როცა მომასმენინა, უცებ  დაწერა ტექსტი და მანქანაში როცა მოვუსმინე მისამღერს გავგიჟდი. მივხვდით ეს იქნებოდა ჰიტი, მაგრამ ასეთი ამბავი თუ მოყვებოდა არ გვეგონა. ორ კვირაში ჩავწერეთ, შემდეგ კლიპიც გადავიღეთ და პრემიერაც შედგა.

მასტერი: ყველა მუსიკა უნიკალურია, თავისი ჟღერადობა აქვს. ეს რატომ გაჰიტდა ვერ გეტყვით. კარგი პარტნიორები აღმოვჩნდით. მნიშვნელოვანია მუსიკალურად როგორ უგებთ ერთმანეთს ადამიანები.

ამ კონკრეტულ სიმღერაში ნათია დუმბაძის გარდა ვერავის ვერ ვხედავ ვისაც მოუხდებოდა. როგორც სამოსი ისე მოირგო ეს სიმღერა. მას შემდეგ ორი დუეტი ჩავწერეთ, ისეთი ნიშა უჭირავს რომელიც შეუცვლელია. გოგოც პოზიტიურია, წარმატებასთან ასოცირდება, თილისმა გოგოა და ესეც მოქმედებს. ახლა უკვე საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები ვართ.

 

– რა საიდუმლოებებს ანდობთ ერთმანეთს?

ნათია: ჩემი ისეთი საიდუმლოებები იცის გიომ რაც არ იცის ჩემმა დაქალებმა. გიორგისგან დიდი პოზიტივი მოდის ყოველთვის, როგორც სიმღერებში,  ასევე ჩემთან მიმართებაში. ჩვენი თავისებურებების შერწყმა კარგად მოხდა.

მასტერი: კონცერტებიც გვქონდა ერთად და გვიხარია.

ნათია: ბათუმში გვქონდა სოლო კონცერტები და ორივე მაგარი გამოვიდა. სცენაზეც, მეგობრობაშიც და ცხოვრებაშიც ერთად ვართ.

– მასტერ, შენს კლიპებს ყოველთვის თავად იღებ, სხვას არ ენდობი თუ რატომ?

– ყველა სიმღერის სცენარს ხომ მე ვადგენ? ამიტომ მირჩევნია რეჟისორიც მე ვიყო. როცა ვწერ, ვხედავ რა მოუხდება, დიდად არავის ვანდობ რეჟისურას, ჩემს ჯგუფთან ერთად განვიხილავ, მაგრამ ვფიქრობ რადგან ტექსტის ავტორი  მე ვარ,  ჩემს სათქმელს კადრებითაც მმე უკეთესად გადმოვცემ.

– ნათიასთან ერთად ჩაწერილი, სამივე სიმღერა ერთ გოგოს დაუწერე?

– ყველა სიმღერას მუზა არ ყავს.

ნათია: მეგობრული მუზა იყო და ეს მე ვიყავი.

– ფინანსური კუთხით, რა მოგიტანათ ერთობლივმა დუეტებმა?

ნათია: ფინანსური კუთხით ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

მასტერი: რა თქმა უნდა ჩემი პოპულარობაც გაიზარდა, ჰონორარი იგივე დავტოვე, უბრალოდ დაემთხვა მაგ წელს, როდესაც ნათიასთან პირველი დუეტი ჩავწერე, ბენდი ავიყვანე და გაიზარდა კონცერტების რაოდენობაც. წელსაც კი შარშანდელ სიმღერას მთხოვდნენ პრომოუტერები და მეკიტხებოდნენ, ნათია ხომ იმღერებსო? წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენი დუეტი და წლის ეროვნული ჰიტი ჩავწერეთ.

 

ჩემი მთავარი მოტვაცია ფინანსები არ არის. 16 წელია ამ სფეროში ვარ და ბოლო 4 წელია, რაც ფინანსები მაქვს ჩემი საქმით. ჩემს კოლეგებს ხშირად ვეუბნები საქმეს უნდა მოუარო, გაზარდო და პატივი სცე შენს მსმენელს.

– გადაღებებზე თუ ჩხუბობდით?

ნათია: მე ვწუწუნებ, ვჩხუბობ და ეს მაწყნარებს.

მასტერი: პირველ კლიპზე უფრო წუწუნებდა, ვიდრე მეორეზე. როცა ადამიანისთვის ახალია კამერასთან მუშაობა, უფრო იმაზე ნერვიულობ როგორ გამოჩნდები. თუმცა ერთხელ სერიოზული კამათიც მოგვივიდა. სიმღერის „ნეკინეკისა“ კლიპის პრეზენტაციაზე, როცა მივედი, ნათია ირინა ონაშვილთან ერთად იჯდა და ვერ დავინახე, მან კი იფიქრა, არ მივესალმე და გაბრაზდა. სცენიდან ვეხვეწებოდი შერიგებას.

– როგორ იყოფთ ჰონორარს?

– გაყოფა არ გვიწევს. ჩემი მენეჯერი აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ნათია: გააჩნია ვისი კონცერტია, თუ მასტერის კონცერტია და მე მე ვარ სპეციალური სტუმარი, მასტერი უფრო მეტს იღებს და პირიქით.

 

– თქვენი ჰონორარი რამდენია?

მასტერი: ბენდთან ერთად კონცერტებზე 5000 ლარს ვიღებ, კორპორატიულ წვეულებებზე კი ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეპერი ვარ და მერწმუნეთ ეს თანხა ცოტა არ არის.

ნათია: მე სხვადასხვა ბენდებთან ვმღერი და კონკრეტულ თანხას ვერ დავასახელებ.

 

– მამა ადრე მეხმარებოდა, ახლა ფინანსურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. სიმღერის გარდა, სარესტორნო და მანქანების ბიზნესშიც ვარ.

როცა ადამიანს საკუთარი საქმე უყვარს, აუცილებლად გამონახავს ფინანსებს მის გასაკეთებლად. ყველას შეუძლია არ წავიდეს პარიზში და გადაიღოს კლიპი.

ნათია: მეც ბევრ რამეზე ვთქვი უარი კლიპის გამო. მაგალითად დაქალებთან ერთად არ ვიარე სხვადასხვა კურორტებზე დასასვენებლად და დაზოგილი თანხით კლიპი გადავიღე.

 

 ბუღალტერია

 

 

Tags: არ უყურო დროსმასტერინათია დუმბაძექართული შოუ-ბიზნესი
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

რამ შეცვალა ტრადიციული ბედობა ნანისთან
Slider 1

რამ შეცვალა ტრადიციული ბედობა ნანისთან

- Prime Ambebi
იანვარი 3, 2022
„ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი“ – ნათია თოდუა
Slider 1

„ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი“ – ნათია თოდუა

- Prime Ambebi
ნოემბერი 26, 2021
ექიმმა მითხრა, რომ ჩემის შვილის გულისცემა შეწყვეტილი იყო… – ცნობილი მომღერლის ემოციური პოსტი
Slider 2

ექიმმა მითხრა, რომ ჩემის შვილის გულისცემა შეწყვეტილი იყო… – ცნობილი მომღერლის ემოციური პოსტი

- Prime Ambebi
ნოემბერი 25, 2021
თაკო ჩხეიძემ საზოგადოება აღაფრთოვანა – ნახეთ, როგორ შეიცვალა მოდელმა იმიჯი
Slider 3

თაკო ჩხეიძემ საზოგადოება აღაფრთოვანა – ნახეთ, როგორ შეიცვალა მოდელმა იმიჯი

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა
Slider 2

საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved