მაია ასათიანის თოქს-შოუ” პროფილი ეთერში დაბრუნდა. პირველი გადაცემა, თოქ-შოუს იდეის ავტორს და წამყვანს მაია ასათიანს დაეთმო.
მაია ეთერში ემოციური მონოლოგით დაბრუნდა.
“მე მეორედ დავიბადე, მიყურებ ახლა შენ და ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩემნაირი ადამიანი საერთოდ ცოცხლობდეს, სუნთქავდეს, იღიმოდეს, რაღაცით ხარობდეს, ბედნიერი იყოს.
მე ცხოვრება ისევ მიხარია, მე გადავრჩი, მოდი აქ და მოგიყვები რომ შეიძლება ერთხელ მოკვდე და მერე თავიდან დაიბადო, რომ შენ ადამიანი ხარ და დაუმარცხებელი ხარ”






