ჩცდ-ს მსახიობმა ბუბა მირცხულავამ პანდემიის პერიოდში იქორწინა. მან ცოლად სოფო ანდღულაძე შეირთო.
წყვილმა თავიანთი ქორწინება ოფიციალურად ოქტომბერში დააკანონეს და ხელი მოაწერეს, რამდენიმე დღის წინ კი, სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნებს.
ბუბა მირცხულავას პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ უყვარს. საკუთარ მეუღლეზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის იუთუბის არხის შექმნაში ეხმარება.
მსახიობმა ინტერნეტში გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, როცა სერიალის გადაღებები შეწყდა.