ქეთა თოფურიას მიმართ რუსული პრესის და თაყვანისმცემლების ინტერესი წლებია არ წყდება. როგორც იცით, რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი 35 წლის დიპლომატზე ლევ დენგოვზე გათხოვდა და ახლა წყვილი ბიჭის მოლოდინშია.
ქეთას და ლევ დენგოვის რომანი ერთი ნახვით დაიწყო, წყვილმა ერთმანეთი დიპლომატის დაბადების დღეზე გაიცნო, შემდეგ ურთიერთობა ტელეფონით განაგრძეს და ნოემბერში დაქორწინდნენ კიდეც.
ქეთას ცხოვრებაში რამდენიმე მამაკაცი იყო, ის ერთხელ იყო გათხოვილი ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, რომელთანაც ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს.

ლევ დენგოვი კი მისი მეორე ქმარია, ქეთა კი მისთვის მესამე ცოლია. ლევ დენგოვს პირველი ოჯახი 2013 წელს დაენგრა, პირველ ცოლთან მას ვაჟი ჰყავს.
ამის შემდეგ მან გლამურული წვეულებების სტუმარზე ირინა რაკიზე იქორწინა, თუმცა მათი ოჯახური ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.


2015 წელს შეეძინათ გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა ლევის მოღალატეობრივ საქციელზე: „სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა. როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა ორივე და გაიქცა. ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში. ის საკმარისად უზრუნველყოფილი იყო და ეს პრობლემები სულაც არ სჭირდებოდა. მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“ – განაცხადა ლევის მეორე მეუღლემ.









