23 წლის ანდრო გოგიბედაშვილი ქეთი წიკლაურისა და დავით დეფი გოგიბედაშვილის ვაჟია, თემურ წიკლაურის ერთადერთი შვილიშვილი. ელექტრონული მუსიკით გატაცებულს, მომღერალი ბაბუა, თავის მოსაზრებას ხშირად უზიარებდა ხოლმე. “თხელი” და ხმაგამტარი კედლიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად, საყვარელ შვილიშვილთან ერთხელაც არ დასცდენია, მუსიკას დაუწიე, ან ამას რას უსმენო. პატივს სცემდა ანდროს გატაცებას და საერთოდაც, მისი მეგზური იყო ამ სამყაროში. ანდრომ ასეთად გაგვაცნო “ძედ” თემური.
“დედამიწაზე ჩემი და თემურის ერთად ცხოვრება, ერთი დიდი, 23 წლიანი თავგადასავალია” – ამბობს “პრაიმტაიმის” რესპონდენტი და ეცადა საყვარელი ბაბუა არაორდინალური კუთხით დაენახებინა.
ანდრო მიიჩნევს, რომ იმ შემეცნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რაც მას გააჩნია, თემურს დიდი წვლილი მიუძღვის.
ეს განსაკუთრებულად ემოციური და ინტელექტუალური სიახლოვეა იმის მიზეზიც, რომ შვილიშვილს ამოუცნობი ენერგეტიკული კავშირით წინასწარ უგრძვნია, რომ მალე საყვარელი, გამზრდელი ბაბუა სააქაოს დატოვებდა…
ანდრო გოგიბედაშვილი: – პირველი, რაც თემურის ხსენებაზე მახსენდება არის ის, რომ ჩემი ტოლი და სწორი იყო. ბავშვობიდან ჩემი მეგობარი გახლდათ. უფროსი იყო და სულ სხვა მსოფლმხედველობა ჰქონდა, მაგრამ იმდენად ალალი და ბავშვით სუფთა იყო, რომ გაუცხოების მომენტი არასდროს მქონია. სულ მეთამაშებოდა, ზოოპარკში იქნებოდა თუ – სახლში. თემური იყო ჩემი გიდი ამ სამყაროში.
რომ ვიბადებით, სანამ გავიცნობთ სამყაროს, ხომ არაფერი ვიცით მასზე. მან გამაცნო აქაური წესები, რა “მოსულა” და “არ მოსულა”, ეთიკა – ყველაფერი მან მასწავლა. ბევრი რამ გამაცნო. აღმზრდელის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული.
მე “ძედ”-ს ვეძახდი. ლაპარაკი რუსულად დავიწყე, ბაღში ვისწავლე ქართულად საუბარი. პაპასაც ვეძახდი, ბოლოს უკვე “ძედ” შევარქვი. გაგრძელება…











