“იმედის” დილის წამყვანს ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ტელეკომპანიაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.
ზურა ბალანჩივაძის დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ “იმედის” წამყვანები: ნუცა ქავთარაძე, ნათია ორველაშვილი, ოთარ ტატიშვილი, მარიამ სანოგო და ვახო გაფრინდაშვილი.
ზურა ბალანჩივაძე მკურნალობას ამ ეტაპზე სახლში გადის.






