86 წლის მერაბ კოკოჩაშვილი წელიწადზე მეტია ფილმს იღებს. პანდემიის დროს აღებული ტაიმ-აუტი მორჩა და აკა მორჩილაძის “ტერცო მონდოს” ეკრანიზაციის გადაღება მარტში განაახლა. გაწერილ გადასაღებ 20 დღეს თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში გაატარებს. მთავარ როლებში დუტა სხირტლაძე, ლევან წულაძე და ახალგაზრდა მსახიობი, ქეთა შათირიშვილი არიან.
ეს ყველაფერი არ არის. რეჟისორმა ფილმში სათამაშოდ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე და ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, ბრაიან დე პალმა მოიწვია. როგორც ის “პრაიმტაიმთან” აცხადებს, უკვე წელიწადზე მეტია მათთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ახლა უცხოეთში მათი ჰონორარია მოსაძიებელი.
თუ რატომ გააკეთა პუტინთან დაახლოებულ ფრანგ ვარსკვლავზე არჩევანი კოკოჩაშვილმა, ამაზე თვითონ გვესაუბრა.
მერაბ კოკოჩაშვილი: – ფილმში უცხოელი მწერლის როლზე მინდა დეპარდიე. წელიწადზე მეტია, რაც მას ჩემს ფილმში თამაში შევთავაზე. თანხმობა მისგანაც და ბრაიან დე პალმასგან მიღებული გვაქვს. ისინი უცხოელი მწერლების როლში იქნებიან, რომელთაც საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ერთმანეთში აქვთ მიმოწერა.
დეპარდიეს კეთილი საუბარი საქართველოზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსისა და მათი ჰონორარის გამო, საბოლოოდ არ ვიცით, რა როგორ იქნება. ეს თანხა არა საქართველომ, არამედ უცხოეთმა უნდა გაიღოს. არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც ვალდებული ვართ, რომ ისე მოვიქცეთ. ჩემი ფილმი კო-პროდუქცია არ არის, მაგრამ ქართული კინოკანონის მიხედვით, სახელმწიფო 75 პროცესნტს იხდის, 25 პროცენტს – პროდიუსერი. ის თანხა, რაც ჩვენ დეპარდიეს და დე პალმას უნდა გადავუხადოთ, პროდიუსერზეა დამოკიდებული. საჭიროა მისი მოძიება უცხოეთში, რომელიც ჩვენ უცხოელ მსახიობებს დააფინანსებს.
– სად უნდა გადაიღოთ?
– თუ თანხებს მოვიძიებთ, მისი გადაღება შედგება გერმანიაში. თუ ეს არ გამოვა ჩემთვის სასურველია იყოს, ცნობილი მსახიობი. ვნახოთ, რა როგორ იქნება.
მოგეხსენებათ, დეპარდიე საფრანგეთიდან გაიქცა რუსეთში, მერე რუსეთიდან ისევ უკან, საფრანგეთში დაბრუნდა. მისი პოლიტიკური ინტერესები სრულიად შეუსაბამოა მის პროფესიასთან. მას შეუძლია ითამაშოს როგორც ანტირუსი, ისე, ანტი ფრანგი და ვინც გნებავთ. ის არც პოლიტიკოსია და არც სხვა რამ ინტერესები აქვს. მსახიობებს შეუძლიათ თქვან ერთი, მერე გადათქვან. ნუ გაგიკვირდებათ.
რუსეთთან კავშირი მხოლოდ მას კი არა, გადახედეთ, რამდენ ქართველს აქვს და არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სპორტული, მეცნიერული, კულტურული თუ შემოქმედებითი. თვლით, რომ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომელთან საერთოდ არ უნდა გქონდეს კავშირი? ეს სწორია? მე ვფიქრობ, საჭიროა კულტურასთან კონტაქტი, მეცნიერებასთან კონტაქტი, ოღონდ ისეთი, რაც ჩვენ ქვეყანას არ დააზიანებს. გაგრძელება…















