„ალილოს“ წევრი, ცნობილი მომღერალი, გია დავითიანი მცირე ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ექიმი ეკატერინე არჩვაძე გახლავთ.
გია დავითიანმა მეუღლესთან ერთად, „სასტუმრო „პარაგრაფში“ გადაღებული ბედნიერი ფოტო გამოაქვეყნა. შეკვეთილში ცოლ-ქმარი, როგორც ჩანს, შესანიშნავად ისვენებს.
ცნობილ მომღერალს პირველი ცოლი წლების წინ გარდაეცვალა. ახალი სიყვარული კი, წლების შემდეგ ეწვია და დაქორწინდა.
გია დავითიანმა და ეკა არჩვაძემ ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნეს.






