პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებების თამაშის დროს, რონალდოს სახლში ქურდები შეიჭრნენ და გაქურდეს. შემთხვევა მადეირაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა სახლში ავტოფარეხის გავლით შეაღწიეს.
უცხოური პრესის ცნობით, მისი სახლიდან მოპარულია რონალდუს მაისური, ფეხბურთის ვარსკვლავის ავტოგრაფით. სხვა მოპარული ნივთების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
სახლი, სადაც ქურდობა მოხდა 7 მილიარდი ევრო ღირს.






