საფრანგეთიდან მუსლიმი ოჯახის დეპორტაცია განხორციელდა, ამის მიზეზი ძალადობა გახდა. კერძოდ, მუსლიმმა ოჯახმა, 17 წლის გოგონაზე ფიზიკურად იმის გამო იძალადეს, რომ მას არაქრისტიანი ბიჭი შეუყვარდა.
მუსლიმების ოჯახი წარმოშობით ბოსნიიდან არის. მათ გოგონა ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ თავი გადაპარსეს. უფრო მეტიც, გოგონას ნეკნიც კი ჩაუმტვრიეს.
გოგონა 17 წლის გახლდათ, ხოლო ბიჭი 20 წლის. მათი ოჯახები მეგობრობდნენ, თუმცა როდესაც ბავშვებს შორის სიმპატიები გაჩნდა, გოგონას ოჯახი ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა.
ბავშვები ამის შემდეგ, სახლიდან გაიქცნენ, თუმცა ოთხ დღეში ისევ დაბრუნდნენ და გოგონაზე ძალადობა სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა.
გოგონას მშობლებს და ბიძამისს, პოლიციაში ბიჭის მშობლებმა უჩივლეს. შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, მუსლიმების ოჯახი პირდაპირ სარაევოს აეროპორტში დაადეპორტეს.
მათ ქვეყანაში შესვლა ხუთი წლის მანძილზე ეკრძალება, ხოლო გოგონას საფრანგეთში დარჩენის უფლება მისცეს.









