ფრანგული სატირული გამოცემა “შარლი ებდო” მეგან მარკლის და პრინცი ჰარის სკანდალურ ინტერვიუს მისთვის ჩვეული იუმორით გამოეხმაურა.
მათ შექმნეს კარიკატურა, სადაც დედოფალი ელიზაბეტი ახრჩობს მეგან მარკლის და მოუწოდებს ჯორჯ ფლოიდი მოკლას.
კარიკატურა დასათაურებულია შემდეგნაირად: რატომ დატოვა მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახი?
მეგანის კარიკატურა კი, დასათაურებულია ასე: იმიტომ რომ ვეღარ ვსუნთქავდი.

ჟურნალის კარიკატურას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ხამილა ბეგუმი, ამბობს, რომ ეს “კარიკატურა, ყველა ასპექტში მცდარია”.
“დედოფალი ჯორჯ ფლოიდის მკვლელის როლში ახრჩობს მეგანს და მეგანი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს?! ეს ხომ შეურაცხმყოფელია?” – აცხადებს ცენტრის დირექტორი.
ბუკინგემის სასახლეს კარიკატურასთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ჟურნალი “შარლი ებდო” 1970 წელს დაარსდა და ცნობილია, საზოგადო ადამიანების კარიკატურებით. 2015 წელს, რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა.














