მონაკოში ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამ დღეს სამეფო ოჯახმა სრული შემადგენლობით მოიყარა თავი.
განსაკუთრებული ყურადღება პრინცესა ბეატრის ბორომეომ მიიქცია.
ბეატრისი ამ დღეს შავ ელეგანტურ პიჯაკსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ეს მსგავსი ანსამბლია, რომელიც ცოტა ხნის წინ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს ეცვა.
პიერ კაზირაგის მეუღლეს მედიამ უკვე შეარქვა „მონაკოს ახალი პრინცესა“.








