გუშინ, ლედი გაგას სახლში ტრაგედია დატრიალდა. ორი შეიარაღებული პირი მომღერლის ძაღლების გამსეირნებელს დაესხა თავს, რომელიც ლედი გაგას ფრანგულ ბულდოგებს – მის აზიას, კოჯისა და გუსტავს ასეირნებდა. რაიან ფიშერს გულში 4 ტყვია ესროლეს.
თავდამსხემელებმა კოჯისა და გუსტავის გატაცება მოახერხეს. როგორც ცნობილია, მის აზიამ თავს გაქცევით უშველა და ინციდენტიდან მოკლე დროში, პოლიციამ მისი პოვნა მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაიტაცეს ლედი გაგას ფრანგული ბულდოგები. მათი ფასი 1,500 დოლარიდან 10,000 დოლარამდე მერყეობს და დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ფულიც განიხილება.

ლედი გაგა შემთხვევის მომენტში რომში იმყოფებოდა, სადაც ის GUCCI-ის ახალი მოკლემეტრაჟიანი დრამატულ-კრიმინალური ფილმის გადაღებებით არის დაკავებული. მომღერალი გულგატეხილია და 500,000 დოლარიანი ჯილდო დააწესა ყველასათვის, ვინც კოჯისა და გუსტავზე რაიმე ინფორმაციას ფლობს და ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარება.













