რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გურგულიას ყოფილმა ცოლმა უჩივლა და 3-5 წლამდე ციხე ემუქრება.
ლარისა გიგაურმა მეუღლესთან არსებულ კონფლიქტზე გადაცემა “პრაიმშოუში” ისაუბრა.
“ოფიციალურად ცოლ-ქმარი არც ვყოფილვართ. სამი ოთხი წელია ვეუბნები კიდეც, არ დამიძახოს მისი ცოლი. ჩვენი კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვეხვეწებოდი, რომ ბავშვი ცივილიზებურად გაგვეზარდა და ისე გვეცხოვრა როგორც მეგობრებს.
სამი წელია უკვე რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. როდესაც კონფლიქტები აღარ დასრულდა გადავწყვიტე, რომ ბავშვს ეს აღარ უნდა ენახა და მივიღე შესაბამისი ზომები, რადგან ძალიან რთულდებოდა საქმე და ეს გადაწყვეტილება აფექტის დროს არ მიმიღია. მართალია, კანონის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ერთი მხრივ კარგია, რომ ქართველ ქალს ეშველება, მაგრამ არსებობს სიღრმისეული პრობლემები რაც მამაკაცის ციხეში დაჭერით ვერ მოგვარდება.
საქართველოში უნდა გვქონდეს იმის საშუალება რომ ფსიქოლოგიური დახმარება არსებობდეს. გიორგისაც ვეუბნებოდი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს და მიხედე-თქო თავს.
მე საჩივარი უკან არ გამომიტანია და არც გამოვიტან. მე ამ ადამიანის ციხეში დაჭერის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მინდა, შეიგნოს და თავი დამანებოს, სიახლოვეს არ გამეკაროს.
გვქონდეს მაქსიმალური დისტანცია. მოვიდეს ჩემ სახლთან ბავშვის წასაყვანად, მაგრამ შიგნით არ შემოვიდეს, ბავშვს გავუშვებ გარეთ და წაიყვანოს. ჩვენ კონტაქტი აღარ გვქონდეს არანაირი, რადგან ვთვლი, რომ ეს ცუდია…” – ამბობს ლარისა გიგაური.






