ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ია გერგაია რამდენიმე ხნის მანძილე ავადმყოფობდა. მის გადასარჩენად ოჯახმა და მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერ უშველეს.
„ოხ, უბედურო ბედისწერავ, როგორ გწყუროდა სიცოცხლე ტკბილი, ლამაზი და უწყინარი ია გერგაია ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს… ვუსამძიმრებ მთელს საემიგრაციოს ათენში გამოგვაკლდა ღირსეული ემიგრანტი.
ვუსამძიმრებ შენს საამაყო სამეგობროს. არაფერი არ დაგაკლეს მეგობრებმა დედმამიშვილებივით გიდგანენ გვერდში… ვუსამძიმრებ შენგან მოუსიყვარულებელ შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, ოჯახს… ოო ღმერთო,რა დაუნდობელია ბედისწერა….დაუდგეთ უცხო მიწაზე ჩემო ემიგრანტებო ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ…
ხვალ არ ვიცით ჩვენ რა მოგველის, უფალო დაიფარე ყველა განსაცდელისგან… შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო,“ – წერს შოთო სიხარულძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
- ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას
- ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის ახალ დეტალს ასაჯაროებს
- ახლა ვიტირებ… – დაათვალიერეთ გიორგი ფხაკაძის სახლი, რომლის ანალოგი საქართველოში არაა
- სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ ფოტოს აქვეყნებს
- ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს – ამირან გამყრელიძე






