მომღერალ სოფო ბედიას და მისი მეუღლის, პოლიტიკოს მიშა მესხის ოჯახი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მიშა მესხი, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია დღეს დეპუტატი გახდა. საკრებულოში ის, დეპუტატ ბექა დავითულიანის პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მოხვდა.
მეუღლის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სოფო ბედიამ.
“ვულოცავ ჩემს მეუღლეს თბილისის საკრებულოს დეპუტატობას. გისურვებ წარმატებებს და ბევრი კარგი და კეთილი საქმის კეთებას, შენი ხალხისთვის” დაწერა სოფომ.










