კვირა, ოქტომბერი 1, 2023
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

თემურის 6 წლის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა… “მისი სულის ძებნა დავიწყე…” – თემურ წიკლაურის ტრაგედია

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
თებერვალი 2, 2021
- სიახლეები
0
თემურის 6 წლის ვაჟი ხარებას გარდაიცვალა… “მისი სულის ძებნა დავიწყე…” – თემურ წიკლაურის ტრაგედია
1.3k
გაზიარება
7.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

თემურ წიკლაურის ცხოვრება და მისი ხმის დრამატულობა მისმა ტრაგედიამ განსაზღვრა, ალბათ. 1983 წელს, მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:

“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა გიორგის დასაფლავების შემდეგ… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.

ასევე იხილეთ

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ გიორგის 75 წლის მომღერალი მამის გარდაცვალების მიზეზიც ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, თემურ წიკლაური სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.

ქეთი წიკლაურმა ათიოდე დღის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში ამ ტრაგედიაზეც ისაუბრა.

ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.

ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხევევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.

1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…

 

აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…

თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…

ბესო ჩუბინიძემ, რომელიც მომღერალთან მეგობრობდა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თემურს არ ეშინოდა სიკვდილის.

ბესო ჩუბინიძე: – ხშირად ვსაუბრობდით სიკვდილზე, ამ არამატერიალურ გარდასახვაზე. თემო ამ საკითხში, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილოსოფოსი იყო. არ ეშინოდა სიკვდილის და იმის სჯეროდა, რომ გარდაცვალება განზომილებების შეცვლა იყო.

ამბობდა, რომ მისი ვაჟი, გიორგი სხვა სამყაროში აგრძელებდა არსებობას და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, შეხვდებოდა იქ თავის შვილს.

გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემური გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა. ვერაფერი მოერეოდა… ბევრი რამ ჰქონდა გულში ჩაკლული.

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის
სიახლეები

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?
სიახლეები

iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

რა ღირს და სად იყიდება ანუკი არეშიძის ვარდისფერი კაბა

რა ღირს და სად იყიდება ანუკი არეშიძის ვარდისფერი კაბა

დეკემბერი 18, 2020
“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

მარტი 24, 2021
ლიკუნა ხაჭაპურიძის ცეცხლოვანი ფოტოსესია – მოდელის მორიგი საერთაშორისო წარმატება

ლიკუნა ხაჭაპურიძის ცეცხლოვანი ფოტოსესია – მოდელის მორიგი საერთაშორისო წარმატება

სექტემბერი 9, 2021

არ გამოტოვოთ

მეფე ბეგაშვილს დაუბრუნდა – ვინ არის პრინცესა ირინა
კვირის TOP 5

მეფე ბეგაშვილს დაუბრუნდა – ვინ არის პრინცესა ირინა

იანვარი 1, 2021
რას საქმიანობენ ტარიელ ონიანის შვილები – გაჰყვა თუ არა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟი მამის გზას
Lifestyle

რას საქმიანობენ ტარიელ ონიანის შვილები – გაჰყვა თუ არა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟი მამის გზას

ოქტომბერი 15, 2020
“ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ასე თუ გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე” – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს
კვირის TOP 5

“ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ასე თუ გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე” – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

იანვარი 2, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 
Slider 1

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

ნოემბერი 26, 2021
“დღეს 77 წლის გავხდი. არ მეტყობა, კარგი ჯიშის ვარ!” – რა საჩუქარი გაუკეთა იუბილარმა ასმათ ტყაბლაძემ ახლობლებს
სიახლეები

“დღეს 77 წლის გავხდი. არ მეტყობა, კარგი ჯიშის ვარ!” – რა საჩუქარი გაუკეთა იუბილარმა ასმათ ტყაბლაძემ ახლობლებს

თებერვალი 25, 2021
ნანა ლორთქიფანიძის 3 ქმარი – რომელ ცნობილ პოლიტიკოსს დაშორდა ღალატის გამო მსახიობი
Lifestyle

ნანა ლორთქიფანიძის 3 ქმარი – რომელ ცნობილ პოლიტიკოსს დაშორდა ღალატის გამო მსახიობი

ოქტომბერი 6, 2020

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved