სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ საქმროსთან ლევ დენგოვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე ორსული ქეთა თოფურია ხალათიან ბოიფრენდთან და ოჯახის ახალ წევრთან, უსაყვარლეს ბიგლის ჯიშის ლეკვთან ერთად პოზირებს. ფოტოზე ერთ-ერთმა „ფოლოვერმა“ ქეთას შეყვარებული ალფონსს შეადარა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. მოგვიანებით ქეთამ კომენტარები წაშალა, თუმცა ეს მომღერალ თეონა კონტრიძისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ლევ დენგოვი სახალხოდ არ დაეცვა.

თეონა კონტრიძემ მამაკაცს, რომელიც ლევს აკრიტიკებდა, შურიანი და სულელი უწოდა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება კაცი მხოლოდ იმიტომ შეადარო ალფონსს, რომ ის მასავით მახინჯი არაა. „ჩემი მეგობრის და ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს, ქალს თუ კაცს“, – ასე უპასუხა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კონტრიძემ, რომელიც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ კაცი კაცისგან დაიცვა.













