გაუფრთხილდით ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია დაკარგვის და ქურდობის ალბათობა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას. ნაკლებად გაამართლებს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება და გარისკვა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი პირდაპირობა, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა მედიტაციისა და იოგას ვარჯიშებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, თხის რქსა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.







