კვირა, მაისი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“წელიწადში ორი “საწყალი” კონცერტი იმართება და იმაზეც ამხელა აგრესია მოდის” – რას პასუხობენ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მომღერლები ხალხს

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 15, 2020
- სიახლეები
0
“წელიწადში ორი “საწყალი” კონცერტი იმართება და იმაზეც ამხელა აგრესია მოდის” – რას პასუხობენ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მომღერლები ხალხს
801
გაზიარება
4.5k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

მოულოდნელობა იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება 2021 წლის შესახვედრ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას, საზოგადოების დიდი ნაწილისგან, ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა – ამ პანდემიის დროს რა გვეკონცერტებაო.

კონცერტი ღია ცის ქვეშ ტარდება და ის ტელევიზიით ონლაინ გადმოიცემა. მას მაყურებელი არ დაესწრება.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

საახალწლო კონცერტი 491 ათასი ლარი დაჯდება. მასში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები და მსახიობები მიიღებენ. მათ შორის გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს: ლიზა ბაგრატიონს, ნატო მეტინიძეს, ნანი ბრეგვაძეს, ეკა მამალაძეს, ლელა წურწუმიას, მაია ჯაბუას, ეკა კახიანს, ნინო ქათამაძეს, სხვადასხვა ბენდებსა და ჯგუფებს…

სცენაზე ახალგაზრდა მომღერლები გამოვლენ, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან თუ ტერასებიდან ჩაერთვებიანო, აღნიშნავს მერია.

კონცერტის რეჟისორები არიან – ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი. სხვა საინტერესო დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი ნახეთ, რა განწყობა აქვთ მომღერლებს ამ კონცერტთან დაკავშირებით.

 

მაია ჯაბუა: – კითხვის ნიშანი რომ ისმევა, საჭიროა თუ არა სიმღერა, უკვე დიდი უბედურებაა. სიმღერა ყოველთვის საჭირო იყო და უნდოდა ქართველს. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ მომღერლებს თვეობით არანაირი საარსებო სახსრები არ აქვს. და საერთოდ, რატომ მოიხსენიებენ ასეთი ინტონაციით – კონცერტები და მომღერლები? თითქოს რაღაც შავდება ამით.

მე არ ვამბობ, რომ ვინმე სხვას საოცარი პირობები აქვს შექმნილი, მაგრამ მომღერლები საერთოდ ხსენებაში არ ვართ, რომ თითქოს არც კი ვარსებობთ ამ ქვეყანაში.

მართლა, თვეების მანძილზე როგორ ვარსებობთ, რატომ არავის არ აინტერესებს? არც ხელფასი გვაქვს, არ ჰონორარი, არც პენსია. წელიწადში რაღაც ორი “საწყალი” კონცერტი იმართება და იმაზეც ამხელა აგრესია მოდის. სხვა რაღაცებიც დაზოგონ და ისე მიეხმარონ გაჭირვებულებს. და კიდევ – ჯობს დემაგოგიას თავი დაანებონ.

 

ლიზა ბაგრატიონი: – ჯერ ამ კონცერტთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია და რა გითხრათ.  ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას განწყობას აუმაღლებს, კარგია. რა და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი. ვთვლი და სწორია, რომ არ გვაქვს ახლა იმის საშუალება და შეგნებაც უნდა გვქონდეს, რომ ბევრი არ შევიკრიბოთ და ჩვენი ინფიცირების რისკი არ გავზარდოთ. თუ რაღაც საშუალება არსებობს იმისა, რომ ადამიანებს მაინც ვაგრძნობინოთ დღესასწაული, ახალი იმედების და უკეთესი წლის მოსვლა, მე ამ ყველაფერზე თანახმა ვარ.

 

ლელა წურწუმია: – ერთ სიმღერას შევასრულებ ჩემს ბენდთან – “ნონსტოპთან” ერთად. ეს იქნება ონლაინ კონცერტი. ჩვენ თავის დაცვით მივალთ და წამოვალთ. აღარ შემიძლია უკვე, ხელები გამიხმა და დამიბერდა ამდენი ანტისეპტიკური საშუალებებისგან.

ამ მოკლე პერიოდში კორონავირუსით იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, ბევრი ჩემი ნაცნობი, რომ ყოველი დღის გათენების მეშინია. ეს ყველაფერი უფრო სტატისტიკას დაემსგავსა, იმ ემოციების აღქმას ვერ ახერხებ, რაც ამ ადამიანების გარდაცვალებას ახლავს. რთულია. მაგრამ მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რომელიც ჩვენს ირგვლივ სუფევს, ჩვენი პროფესიის ადამიანები ხალხს ვემსახურებით, მათ კეთილგანწყობაზე ვფიქრობთ.

ამბობენ, რა ემღერებათო? ხშირ შემთხვევაში მართლა არ გვემღერება, მაგრამ ვმღერით! ეს ჩვენი პროფესიაა და თავზე დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანებს ცხოვრება გავუხალისოთ. ამიტომ თუ ჩემი ნამღერი რაღაცით დაეხმარება ადამიანებს, რატომაც არა? მე მზად ვარ. დიდი სიამოვნებით. მე ასე ვუყურებ ამ კონცერტს.

მესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ადამიანებს განტვირთვა აუცილებლად სჭირდებათ. მარტო საჭმელი და საწოლი არ არის სიტუაციიდან გამოსავალი. ადამიანებს სულიერი საზრდო სჭირდებათ და იმედის ჩასახვა უნდათ. ეს აუცილებელია. ჩემი პროფესიის ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

ოქტომბერი 16, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved