ჟურნალისტმა და პროდიუსერმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, საიდანაც იუწყება, რომ ზურა ყიფშიძის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გამოსახლებით ემუქრება.
“სულ რამდენიმე დღეში ზურა ყიფშიძის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში, თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.
იმედია, შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“, – წერს რაზმაძე.
მსახიობი “პრაიმტაიმთან” ადასტურებს, რომ მისი ოჯახი ამგვარი პრობლემის წინაშე ნამდვილად დგას. ყიფშიძეების ოჯახის ისტორია შემდეგნაირად განვითარდა.
სამი წლის წინ, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, ზურა ყიფშიძის ცოლმა, ლელა გოცირიძემ, მისმა დამ და ლენუკა ყიფშიძემ “ახლობლის” თხოვნით ბანკში ჩადეს.
ზურა ყიფშიძე: – უბრალოდ, ქალები “გადააგდეს”, ჩემი ცოლი, მისი და, ჩემი ქალიშვილი. კაცებმა არაფერი ვიცოდით. ბოლოს სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თქვეს. სამი წლის წინ ვეხვეწებოდი, რომ ნუ იზამთ ამას, რომ ეს ამბავი ყველამ გაიგოს-მეთქი. უფრო უარესები სჭირს ხალხს. ჩემს ცოლს და მის დას ბინა მოპარეს და ისე დატოვეს. ჩემ ცოლს ხელი მოაწერინეს მოტყუებით, ბინა ჩადეს ბანკში, წაიღეს ფული. ბანკს შევრჩით ჩვენ. ჩემ ცოლს კაპიკი არ აუღია. ამის გამო ჩავვარდი ვალებში. მაგრამ ამის გახმოვანება არ მინდოდა. მაგრამ დღეს ატყდა ეს ამბავი… იმიტომ რომ მაკა რაზმაძემ თავის პოსტში იხმარა არასწორი გამონათქვამები – მევახშე და რატომღაც მე ოთახში ვზივარ და ვტირი. მევახშე არ ყოფილა, რა შუაშია. გაგრძელება..











