დღესასწაულების აღსანიშნავად და მათ აღსაქმელად, 2020 წლამდე, არც ეცალა. ამ გაჩერებული პერიოდის დროს ნინომაც დაიწყო მათი შეგრძნება.
ნინო ქათამაძე: – ჩემი ყველა ტრადიცია მუსიკას უკავშირდებოდა. ახლა ვსწავლობ და ვცდილობ, ყველა დღესასწაულის ხასიათი გავიგო, შევიგრძნო და მონაწილეობა მივიღო. მუსიკის გარეშე ყოფნამ მომცა ამის საშუალება.
ქართული მუსიკა ახლოს არის შობასთან. ჯანსუღ კახიძის მუსიკა, ხალხური საგალობლები… ყველა სავსეა ბგერებით და ფერებით.
მინდა გურული ღვეზელი გამოვაცხო და მოკრძალებული სუფრა გავშალოთ, ოჯახურად. პანდემიის დროს იმდენად ადამიანი გამოჩნდა მათი გაჭირვებული ყოფითა და ისტორიებით… ახლა უკეთ ჩანს, როგორ უჭირთ ადამიანებს, სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულია კიდეც სადღესასწაულო ტრადიციებზე ვისაუბრო. ყველა ტრადიცია და დღესასწაული კარგია, როდესაც ყველა კარგად გრძნობს თავს.
უფრო მოწყენილი ვარ, ვიდრე სადღესასწაულო განწყობაზე. რეალობაა ასეთი ცუდი. ბევრი ბავშვი და მოხუცია მშიერი, პარლამენტარები – მილიონერები.
ბედნიერი შობა ყველას.












