რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი და ტელეწაყვანი თიკა ფაცაცია კოვიდტესტის პასუხს ელოდებოდა.
მაშინ თიკამ “პრაიმამბებთან” საუბარში განაცხადა, რომ მას უბრალოდ სიცხე მისცა და ტესტის გაკეთება ამიტომ გადაწყვიტა, თუმცა რა პასუხი მიიღო საბოლოოდ ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
“პრაიმამბებს” “რუსთავი 2”-ის თანამშრომელმა განუცხადა, რომ თიკა ფაცაცია კოვიდდადებითი პაციენტი იყო, თავად ფაცაციამ კი, მასთან დაკავშირებისას მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, სადაც წერდა, რომ ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, თავად გაასაჯაროვებდა ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მომღერალი დღეს იუბილარია, მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. თიკამ კი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“კიი დღეს ჩემი ყველაზე გამორჩეული დაბადების დღეა, დღეს ყველაზე მეტად ვიდრე ოდესმე ვიგრძენი რა ძვირფასი , მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ადამიანური ურთიერთობები, სიყვარულის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის, განა არ ვიცით ეს რომ მნიშვნელოვანია? მაგრამ ამ აჩქარებულ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში, ვერ ვიგებთ და ასე გარბის დროც.
არადა ერთი წამით რომ გავჩერდეთ და გავიაზროთ რა მარტივია და როგორი გადამწყვეტი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. უცნაური გამოდგა კოვიდი, თავისი წესები აქვს, დაგვაშორა ერთმანეთს ადამიანები მაგრამ ამასთან ერთად ასეთი სიახლოვე დიდი ხანია არ მიგრძვნია.
მადლობა ყველას ვინც სიყვარული გამომიგზავნეთ. მიყვარხართ ადამიანებო ჩემს ცხოვრებაში და ადამიანებო რომლებიც ადევნებთ თვალს ჩემს ცხოვრებას. covid Birthday #6”- დაწერა თიკა ფაცაციამ, რომელმაც კოვიდ დაბადების დღის ფოტოები და სთორები გამოაქვეყნა.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ თიკას შვილებმა დაბადების დღე დისტანციურად ვიდეოთვალის მეშვეობით მიულოცეს.

მომღერალმა ინსტაგრამზე ასევე ატვირთა სთორი, სადაც შვილები თვითიზოლაციაში მყოფ დედას, დაბადების დღის მისალოც სურვილებს ოთახში კარის ქვემოდან უგზავნიან.

კითხვა დაუდასტურდა თუ არა მას საბოლოოდ კორონავირუსი კვლავ ღიად რჩება, თუმცა აშკარაა, რომ ის თვითიზოლაციაშია და ოჯახის წევრებსაც კი, დისტანციურად ეკონტაქტება.
აღსანიშნავია ასევე, ისიც, რომ თიკა ფაცაცია “სხვა შუადღის” ეთერში ორშაბათის შემდეგ აღარ ყოფილა.






