ვალერი მელაძე და ალბინა ჯაბანაევა მესამე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ, საკუთარ გამომწერებს თავად ალბინა ჯაბანაევამ აცნობა და ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა.
ორსულობის მერამდენე თვეშია ჯაბანაევა უცნობია, თუმცა თუ მისი მოზრდილი მუცლით ვიმსჯელებთ, პატარა სამყაროს ძალიან მალე მოევლინება.
ვალერი მელაძისთვის ეს მეექვსე შვილი იქნება, პირველი ქორწინებიდან მას სამი, ხოლო ალბინა ჯაბანაევასთან ორი შვილი ჰყავს.

ვალერი მელაძე ალბინა ჯაბანაევაზე დაქორწინებამდე ირინა მელაძესთან იმყოფებოდა 20 წლიან ქორწინებაში, რომელსაც მოულოდნელად დაშორდა და ახალი ოჯახი შექმნა.

ახალი ქორწინება ვალერი მელაძემ 2014 წელს ოფიციალურად დაარეგისტრირა და ალბინა ჯაბანაევასთან ჰარმონიული ოჯახი აქვს.









