კახი კავსაძის გარდაცვალების ამბავი ფრანგული კინოს ლეგენდას, პიერ რიშარს კინოპროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა პირადად შეატყობინა. მსახიობი ძალიან შეწუხდა და მან ქართველ ხალხს, სამძიმარი, სელფით გადაღებული ვიდეოთი შემოუთვალა. გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გასულ სიუჟეტში პიერი ამბობს.
პიერ რიშარი: – ვარ უბედური, კახის გარდაცვალება რომ გავიგე. გული მეტკინა, რომ ასეთი დიდი მსახიობი და ასეთი ბრწყინვალე ადამიანი რომ წავიდა. იყო გულუხვი და ჩემს მიმართ, ყურადღებიანი. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი გახლდათ. მინდა გადმოგცეთ ტკივილი, რომელსაც განვიცდი და ქართველ ხალხთან ერთად ვიზიარებ. დაკარგეთ დიდებული ადამიანი, მე ვფიქრობ მასზე და ვფიქრობ თქვენზე ყველაზე, ვინც კახის გლოვობს.






